ლეონ II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეონ II
აფხაზთა მეფე
მმართ. დასაწყისი: 778
მმართ. დასასრული: 792
წინამორბედი: ლეონ I
მემკვიდრე: თეოდოს II
გარდ. თარიღი: 792

ლეონ IIაფხაზთა სამეფოს (დასავლეთ საქართველოს) პირველი მეფე, ლეონ I-ის ძმისწული. დაახლოებით 753-იდან იყო აფხაზეთის მემკვიდრეობითი ერისთავი (მთავარი) და ითვლებოდა ბიზანტიის იმპერატორის ვასალად. VIII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ისარგებლა ბიზანტიის იმპერიის დასუსტებით, დაიხმარა ხაზართა ხაკანი (რომლის ასული მისი დედა იყო), აუჯანყდა იმპერატორს და თავი მეფედ გამოაცხადა. ახალმა სამეფომ, რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავდა, სამეფო დინასტიის მიხედვით "აფხაზთა სამეფოს" სახელწოდება მიიღო. ლეონ II-მ სამეფოს დედაქალაქად ქუთათისი (ქუთაისი) გამოაცხადა. ლეონ II-ის დროიდან მტკიცე საფუძველი ჩაეყარა დასავლეთ საქართველოს ეკლესიაში აღმოსავლეთ საეკლესიო ტრადიციების დამკვიდრებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


წინამორბედი:
ლეონ I
აფხაზეთის მეფე
778 - 792
შემდეგი:
თეოდოს II


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლეონ_II&oldid=3270026“-დან