დავითი (ქორეპისკოპოსი)
იერსახე
| დავითი | |
|---|---|
| კახეთის ქორეპისკოპოსი | |
| მმართ. დასაწყისი: | 976 |
| მმართ. დასასრული: | 1009 |
| წინამორბედი: | კვირიკე II |
| მემკვიდრე: | კვირიკე III |
| გარდ. თარიღი: | 1009 |
დავითი — კახეთის ქორეპისკოპოსი (მთავარი) 976-1010 წლებში, კვირიკე II-ის ძე. კახეთის უკანასკნელი მთავარი, რომელიც ქორეპისკოპოსის ტიტულს ატარებდა. მნიშვნელოვანი ციხესიმაგრეები ჰქონდა ქართლშიც. ებრძოდა საქართველოს მეფე ბაგრატ III-ს, რომელიც კახეთ-ჰერეთის შემოერთებისათვის იღვწოდა. 1008 წელს დავითი იძულებული გახდა მრავალრიცხოვანი ჯარით კახეთზე გამოლაშქრებულ ბაგრატ III-თვის დაებრუნებინა ქართლის ციხეები (წირქვალი, გრუი). ამავე ლაშქრობის დროს ბაგრატ III-მ მოახერხა ჰერეთის დაპყრობა, მაგრამ როგორც კი მეფე გაბრუნდა, დავითმა ეს მხარე კვლავ კახეთს შეუერთა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პაპუაშვილი თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 287.
| წინამორბედი: კვირიკე II |
კახეთის ქორეპისკოპოსი 976 - 1009 |
შემდეგი: კვირიკე III |
| |||||