აახენის ტაძარი
| აახენის ტაძარი | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
| |
|
| |
| სტატუსი | მსოფლიო მემკვიდრეობა[1] და architectural heritage monument in North Rhine-Westphalia[2] |
| ქვეყანა |
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | i, ii, iv, vi |
| რეგიონი | ევროპა |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1978 (მე-2 სესია) |
| ნომერი | 3 |
![]() | |
| https://www.aachenerdom.de/, https://www.aachenerdom.de/en/ და https://www.aachenerdom.de/fr/ | |
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 3 ინგლ. • რუს. • ფრ. |
აახენის ტაძარი (გერმ. Aachener Dom, Aachener Münster, Kaiserdom), ხშირად მოხსენიებული როგორც „იმპერიული ტაძარი“ — რომანულ-კათოლიკური ტაძარი გერმანიის ქალაქ აახენში. ტაძარი უძველესია მთელ ჩრდილოეთ ევროპაში. შუა საუკუნეებში მას იცნობდნენ როგორც „აახენის ღვთისმშობლის სამეფო ეკლესია“. 600 წლის მანძილზე, 936 - 1531 წლებში, ტაძარი წარმოადგენდა გერმანელ მეფეთა კორონაციის ადგილს, ამ დროის განმავლობაში, აქ გერმანიის 30 მეფე და 12 დედოფალი ეკურთხა. ამჟამად ტაძარი აახენის ეპარქიის ცენტრია.
თავდაპირველად, ამ ადგილას პატარა სამლოცველო 792 წელს კარლოს დიდმა ააშენა.[3] 805 წელს კი მის ადგილას ლეო III-მ ააშენა ეკლესია ღვთისმშობლის სახელზე. თითქმის მთლიანად განახლდა X საუკუნეში. ასევე ფართო რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 1881 წელს. დღეს კარლოს დიდის სამლოცველო ტაძრის შუაგულშია მოქცეული.
გოთიკურ პერიოდში, პილიგრიმთა უზარმაზარი ნაკადების გამო, ტაძარს დაემატა მგალობელთა დარბაზი, კარლოს დიდის გარდაცვალებიდან 600 წლისთავზე კი ორნაწილიანი კაპელა.
1978 წელს, იუნესკომ ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, როგორც პირველი გერმანული და ერთ-ერთი სამი პირველი ევროპული ისტორიული ანსამბლიდან.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კათედრალის გზამკვლევი დაარქივებული 2019-10-31 საიტზე Wayback Machine.
- Aachen Cathedral website (in German)
- Cathedral Music
- 12 pictures of the Cathedral დაარქივებული 2005-08-29 საიტზე Wayback Machine.
- panorama from Peter Braatz დაარქივებული 2008-12-05 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://www.icomos.de/data/pdf/iii-0421-1037-08.pdf / Deutsches Nationalkomitee von ICOMOS e.V. — გვ. 10–17. — ISBN 3-87490-311-7
- ↑ Denkmalliste der Stadt Aachen - Aachener Dom St. Marien und umgebende Bauten
- ↑ Kenneth J. Conant, Carolingian and Romanesque Architecture, 4th ed. (New Haven, 1994), p. 47).
