იმპერიული ტაძრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იმპერიული ტაძრების (გერმ. Kaiserdom) სახელით მოიხსენიებენ გერმანიის რამდენიმე რომაული სტილის ტაძარს, რომლებიც განსაკუთრებულადაა დაკავშირებული გერმანელი ერის საღვთო რიმის იმპერატორის სახელთან.

სამი რომაული ტაძარი მაინცში, ვორმსსა და შპაიერში ხშირად მოიხსენიებიან, როგორც რაინის იმპერიული ტაძრები.

შპაიერის ტაძარი იმპერატორ კორნარდ II-ის ბრძანებით დაახლოებით 1030 წელს აიგო, როგორც სალიების დინასტიის წარმომადგენელ მეფეთა და იმპერატორთა საძვალე, მოგვიანებით კი, 1082-1104 წლებში ჰაინრიხ IV-ის დროს აამაღლეს და კამაროვანი გადახურვა გაუკეთეს.

მაინცის ტაძრის მშენებლობა დაიწყო 975 წლის შემდეგ ვილიგისის მიერ, რომელიც მცირეწლოვანი ოტო III-ის დროს ფაქტობრივ მმართველს წარმოადგენდა; 1081 წელს ხანძრის შედეგად დამწვარი ტაძარი ჰაინრიხ IV-მ განაახლა და თავიდან ააშენებინა. მაინცის ტაძარში მოხდა რამდენიმე გერმანლი მმართველის კორონაცია: ფილიპ შვაბი, ფრიდრიხ II, ჰაინრიხ IV რასპე, ჰაინრიხ II (სავარაუდოდ ჯერ კიდევ მშენებარე ტაძარში) და კორნარდ II.

ვორმსის ტაძარს იმპერიულ ტაძართა სიაში თავისი მასშტაბებისა და ბრწყინვალების გამო ათავსებენ. გარდა ამისა, იგი იმპერატორ კორნარდ II-ის ოჯახის საძვალეს წარმოადგენდა.

იმპერიულ ტძრებად მიიჩნევენ ასევე საქსონიელი კაიზერის ლოთარ III-ის მიერ აგებულ ტაძარს კენიგსლუტერში და ჰაინრიხ II-ის მიერ აგებულ ბამბერგის ტაძარს. გარდა ამისა, ვინაიდან აახენისა და ფრანკფურტის ტაძრებიც ისტორიულად რომაულ-გერმანული იმპერატორებისა და მეფეების კორონაციის ტრადიციული ადგილები იყო, მათაც იმპერიულ ტაძრებს მიათვლიან.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dethard von Winterfeld, Die Kaiserdome Speyer, Mainz, Worms und ihr romanisches Umland. Romanik in Deutschland; გამომცემლობა: Schnell & Steiner; გამოცემა: 1 (იანვარი 2000), ISBN 3-7954-1293-5