შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

დიეგო მარადონა
დიეგო მარადონა

დიეგო არმანდო მარადონა (ესპ. Diego Armando Maradona Franco; დ. 30 ოქტომბერი, 1960) — არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ბევრი ფეხბურთის ექსპერტი, ფეხბურთელი და გულშემატკივარი მიიჩნევს მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. პელესთან ერთად მოიგო ფიფა-ს „საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის“ პრიზი. არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 91 მატჩი და გაიტანა 34 გოლი.

მარადონა ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც 2-ჯერ დაამყარა მსოფლიო სატრანსფერო რეკორდი. პირველად 1982 წელს, როდესაც „ბარსელონაში“ გადავიდა 5 მილიონ გირვანქა სტერლინგად; მეორედ 1984 წელს, როდესაც კატალონიური კლუბიდან იტალიურ „ნაპოლიში“ 6.9 მილიონ გირვანქა სტერლინგად. სათამაშო კარიერის განმავლობაში გამოდიოდა „არგენტინოს ხუნიორსის“, „ბოკა ხუნიორსის“, „ბარსელონის“, „ნაპოლის“, „სევილიისა“ და „ნიუელს ოლდ ბოიზის“ მაისურით. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ნაპოლიში“ გატარებული პერიოდი, როდესაც არგენტინელმა მრავალი ტიტული მოიგო.

22 ივნისი — ამ დღეს...

პტოლემეოს IV-ის მონეტა
პტოლემეოს IV-ის მონეტა
  • ძვ. წ. 217 : რაფიის ბრძოლაეგვიპტის მეფე პტოლემეოს IV-მ (სურათზე) ანტიოქე III დიდი დაამარცხა.
  • ძვ. წ. 168 : პიდნის ბრძოლა — რომაელებმა ლუციუს ემილიუს პაულუსის მეთაურობით მაკედონელები დაამარცხეს და მათი მეფე პერსევსი შეიპყრეს, რითაც მესამე მაკედონური ომი დასრულდა.
  • 1812 : ნაპოლეონის ომებინაპოლეონი რუსეთში შეიჭრა.
  • 1889 : გერმანიამ პირველად ევროპაში შემოიღო პენსია ხანშიშესულთათვის.
  • 1941 : ოპერაცია ბარბაროსა : გერმანიის ჯარი სსრკ-ს დაესხა თავს, პარალელურად ლიეტუვის იატაკქვეშა მთავრობამ საბჭოთა კავშირისგან ლიტვის განთავისუფლებისთვის აჯანყება დაიწყო.
  • 1978 : ჯუჯა პლანეტა პლუტონის თანამგზავრი ქარონი აღმოაჩინეს.
  • 1986 : არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ საუკუნის გოლი გაიტანა ინგლისელების კარში, მეხიკოში გამართულ ფიფას მსოფლიო თასის გათამაშებაში.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი