შინაარსზე გადასვლა

ღმერთის ხელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღმერთის ხელი (ესპ. La Mano de Dios, ინგლ. The Hand of God) — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საფეხბურთო გოლი, რომელიც 51-ე წუთზე ხელით გაიტანა დიეგო მარადონამ ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კარში 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში. საფეხბურთო მატჩი 1986 წლის 22 ივნისს გაიმართა მეხიკოს სტადიონ „აცტეკაზე“.

2002 წელს ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში მარადონამ აღნიშნა, რომ ეს იყო შურისძიება ფოლკლენდის ომისათვის. ბრიტანულმა პრესამ ეს გოლი „ეშმაკის ხელად“ მონათლა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]