აშშ-ის უზენაესი სასამართლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გერბი

აშშ-ის უზენაესი სასამართლოაშშ-ის უმაღლესი სასამართლო ინსტანცია. სასამართლოს შემადგენლობაში შედის 9 მოსამართლე, რომელთაგან ერთ-ერთი თავჯდომარეა. მოსამართლეებს სამუდამო ვადით ნიშნავს პრეზიდენტი სენატის თანხმობით.

უზენაესი სასამართლო დაარსდა 1789 წელს. თავისი პირველი გადაწყვეტილება 1792 წელს გამოიტანა. 1835 წლამდე უზენაესის სასამართლოს წევრები იყვნენ მამაკაცი-პროტესტანტები. 1835 წელს ენდრიუ ჯექსონმა მოსამართლედ დანიშნა კათოლიკე როჯერ ტოუნი. 1916 წელს პრეზიდენტმა ვუდრო უილსონმა მოსამართლედ დანიშნა ებრაელი ლუის ბრანდესისი. 1967 წელს ტარგუდ მარშალი გახდა პირველი აფრო-ამერიკელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს შორის. 1981 წელს რონალდ რეიგანმა მოსამართლედ დანიშნა პირველი ქალი უზენაესი სასამართლოს ისტორიაში - სანდრა დეი ო’კონორი. 2009 წლის აგვისტოში უზენაესი სასამართლოს წევრად პირველად დანიშნეს ლათინოამერიკული წარმოშობის სონია სოტომაიორი.

მოსამართლეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წლიდან, სასამართლოს უწოდებენ „რობერტსის სასამართლოს“ (ინგლ. Roberts Court), გამომდინარე თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის გვარიდან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]