ჰაინრიხ IV (სრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჰაინრიხ IV (წრი))
ტერმინს „ჰაინრიხ IV“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ჰაინრიხ IV.
ჰაინრიხ IV

ჰაინრიხ IV (დ. 11 ნოემბერი, 1050 — გ. 17 აგვისტო, 1106, ლიუტიხი, ლიეჟი) — გერმანიის მეფე 1056-იდან, იმპერატორი 1084-იდან. ჰაინრიხ III-ის ძე. მძიმე ბრძოლები გადაიტანა თავის სრულწლოვანებამდე (1065) უზომოდ განდიდებული მთავრების ასალაგმავად. საქსონიაში სამეფო ხელისუფლების აღდგენას მოჰყვა საქსონიის აჯანყება 1073–1075, რომელიც გაჭირვებით ჩაახშო. ჰაინრიხ IV გერმანიასა და ჩრდილოეთ იტალიაში საეკლესიო ინვესტიტურის უფლებისათვის ებრძოდა პაპ გრიგოლ VII-ს. 1076 პაპმა იგი ეკლესიიდან განკვეთა და ტახტიდან გადაყენებულად გამოაცხადა. ჰაინრიხ IV იძულებული გახდა შენდობისათვის პაპს კანოსაში ხლებოდა (1077 წლის იანვარი), ხოლო შემდეგ ანგარიში გაუსწორა თავის მტრებს გერმანიაში. 1080 პაპმა კვლავ შეაჩვენა იგი. საპასუხოდ ჰაინრიხ IV-მ გაილაშქრა პაპის წინააღმდეგ (1081), დაიპყრო რომი (1084) და ანტიპაპის კლემენტ III-ის ხელით მიიღო საიმპერატორო გვირგვინკურთხევა, მაგრამ გრიგოლ VII-ის მოკავშირე სამხრეთ იტალიელმა ნორმანებმა იგი რომიდან გააძევეს. მარცხიანი გამოდგა ჰაინრიხ IV-ის მესამე ლაშქრობაც იტალიაში (1090-1097). სიცოცხლის ბოლო წლები ჰაინრიხ IV-მ შინააშლილობასთან ომში გაატარა.

დაკრძალულია შპაიერის კათედრალში, შპაიერი, გერმანია.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მშობლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეუღლეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

∞ 1) ივლისი 1066, ტრიბური.

დ. 21 სექტემბერი 1051. გ. 27 დეკემბერი 1087. საფლავი: შპაიერის კათედრალი.

∞ 2) ივნისი 1089, კელნი.

დ. 1071. გ. 11 ივლისი 1109. საფლავი: კიევის ერთ-ერთი მონასტერი.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ადელაიდა
დ. 1070. გ. 1079. საფლავი: შპაიერის კათედრალი.
  • ჰაინრიხი
დ. 1 აგვისტო 1071. გ. 2 აგვისტო 1071, ჰარცბურგი.
დ. დაახ. 1072. გ. 24 სექტემბერი 1143. საფლავი: კლოსტერნოიბურგის მონასტერი.
დ. 12 თებერვალი1074. გ. 27 ივლისი 1101, ფლორენცია. საფლავი: სანტა მარია დელ ფიორე.
დ. 1086. გ. 23 მაისი 1125, უტრეხტი. საფლავი: შპაიერის კათედრალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gregorovius, Ferdinand (1988). History of Rome in the Middle Ages. Rome: Newton Compton. 
  • Robinson, I.S. (2000). Henry IV of Germany 1056-1106. 
  • Gerd Althoff (Hg.): Heinrich IV. (Ostfildern, 2009) (Vorträge und Forschungen; 69).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]