კლოსტერნოიბურგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლოსტერნოიბურგი
Klosterneuburg
Klosterneuburg040531w.jpg
გერბი
გერბი
ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
ფედერალური მხარე ქვემო ავსტრია
კოორდინატები 48°18′15″ ჩ. გ. 16°19′00″ ა. გ. / 48.30417° ჩ. გ. 16.31667° ა. გ. / 48.30417; 16.31667
ფართობი 76,2 კმ²
სიმაღლე ზღვის დონიდან 192
მოსახლეობა 25 870 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 340 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 02243
ოფიციალური საიტი http://www.klosterneuburg.at/

კლოსტერნოიბურგი მდებარეობა ავსტრია

Red pog.svg
ეკლესია
ეკლესია

კლოსტერნოიბურგი (გერმ. Klosterneuburg) — პატარა ქალაქი ავსტრიაში, ქვემო ავსტრიის ფედერალურ მხარეში. 2011 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 25 870 ადამიანს შეადგენს.

მდებარეობს მდინარე დუნაიზე, ვენიდან ოდნავ ჩრდილოეთით, რომლისგანაც კაჰლენბერგისა და ლეოპოლდსბერგის ბორცვები გამოყოფს. შუა საუკუნეებში გამოეყო თავის ტყუპ ქალაქს, კორნოიბურგს, მას შემდეგ, რაც მდინარე დუნაიმ დინების მიმართულება შეიცვალა.

კლოსტერნოიბურგი მარკგრაფმა ლეოპოლდ III-მ დააარსა და შემდეგში განვითარდა თავის ცნობილ მონასტერთან ერთად. ლეოპოლდ III-ს და შემდეგში ლეოპოლდ VI-ს აქ რეზიდენციები გააჩნდათ. 1938 - 1954 წლებში წარმოადგენდა ვენის 26-ე რაიონს. დღეისათვის, ქალაქს გააჩნია მცირე მრეწველობა და მიუხედავად იმისა, რომ ცალკე ქალაქია, თითქმის ყოველთვის მაინც ვენის გარეუბნად მოიაზრება.

ქალაქში ფუნქციონირებს საყიდლების ძირითადი არეალები.

განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობისაა კლოსტერნოიბურგის მონასტერი, რომლის არსებობაც ჩანაწერებში პირველად 1108 წელს დასტურდება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]