ტიაგო ალკანტარა
| ტიაგო ალკანტარა Thiago Alcântara |
||
ეს თარგი აღარ გამოიყენება. გთხოვთ იხილოთ თარგი:ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფია ახალი სტანდარტების შესაბამისად. |
||
|---|---|---|
| პირადი მონაცემები | ||
| სრული სახელი | ტიაგო ალკანტარა დო ნასიმენტო | |
| დაბ. თარიღი | 11 აპრილი 1991 | |
| დაბ. ადგილი | სან პიეტრო ვერნოტიკო, |
|
| სიმაღლე | 172[1] სმ. | |
| პოზიცია | ნახევარმცველი | |
|
|
||
| ამჟ. კლუბი | ბარსელონა | |
| ნომერი | 11 | |
|
|
||
| 1995–1996 1996–2000 2000–2001 2001–2005 2005–2008 |
ფლამენგო ურეკა კელმე ფლამენგო ბარსელონა |
|
| პროფესიული კლუბები1 | ||
| წლები | კლუბი | მატჩი (გოლი)* |
| 2008–2011 2009– |
ბარსელონა B ბარსელონა |
59 (3) 41 (5) |
| ეროვნული ნაკრები2 | ||
| 2007 2007–2008 2009 2009–2010 2010– 2011– |
ესპანეთი U16 ესპანეთი U17 ესპანეთი U18 ესპანეთი U19 ესპანეთი U21 ესპანეთი |
1 (0) 8 (5) 1 (1) 11 (4) 14 (2) 3 (0) |
|
|
||
ტიაგო ალკანტარა დო ნასიმენტო (დ. 11 აპრილი, 1991), უბრალოდ ცნობილი, როგორც ტიაგო — ესპანელი ფეხბურთელი. ამჟამად თამაშობს ლა ლიგის კლუბ „ბარსელონაში“ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე.
სექციების სია |
ადრეული წლები [რედაქტირება]
ტიაგო დაიბადა სან პიეტრო ვერნოტიკოში, იტალიაში, გაიზარდა ესპანეთში. მისი მამა არის ბრაზილიელი მსოფლიო თასის მფლობელი მაზინიო.[2] ფეხბურთის თამაში დაიწყო „ფლამენგოში“ ხუთი წლის ასაკში. შემდეგ მამამისი გადავიდა ესპანეთში და ტიაგომ თამაში განაგრძო გალისიურ კლუბ „ურეკაში“ ნიგრანში. 2001 წელს ის თამაშობდა „კელმეში“, როცა მამამისი თამაშობდა „ელჩეში“.[3][4] 2005 წელს, 10 წლის ასაკში ის დაბრუნდა „ფლამენგოში“, შემდეგ კვლავ ესპანეთში დაბრუნდა და კონტრაქტი გააფორმა „ბარსელონასთან“, სადაც თამაშობდა ასევე მისი ბიძაშვილიც.[5]
ბარსელონა [რედაქტირება]
2009 წლის 17 მაისს, 18 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი „ბარსელონას“ პირველ გუნდში, როცა შეცვალა ეიდურ გუდიონსენი 63-ე წუთზე, „მალიორკასთან“ მატჩში. 2010 წლის 20 თებერვალს იაია ტურეს ნაცვლად შემოვიდა 76-ე წუთზე და გაიტანა პირველი გოლი „რასინგთან“ 4-0 მოგებულ მატჩში, კამპ ნოუზე.[6][7] 2011 წლის 29 ივნისს ტიაგომ კლუბთან გააფორმა ახალი კონტრაქტი 2015 წლის 30 ივნისამდე, €30 მილიონის სატრანსფერო ღირებულებით.
სანაკრებო კარიერა [რედაქტირება]
ტიაგომ მონაწილეობა მიიღო 2008 წლის ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატში, დაეხმარა ესპანეთს გათამაშების მოგებაში. ასევე ნაკრებში იმყოფებოდა 2011 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზეც, სადაც 40 იარდიდან თავისუფალი დარტყმით გოლი გაიტანა შვეიცარიასთან 4-0 მოგებულ მატჩში.[8]
ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს 2011 წლის 10 აგვისტოს იტალიასთან მატჩში. დებიუტი შედგა იმავე წლის 6 სექტემბერს, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე ლიხტენშტეინთან 6-0 მოგებულ მატჩში.
კარიერის სტატისტიკა [რედაქტირება]
| სანაკრებო მატჩები და გოლები | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| # | თარიღი | ადგილი | მეტოქე | შედეგი | გოლი | გათამაშება |
| 2011 | ||||||
| 1. | 10 აგვისტო 2011 | სტადიო სან ნიკოლა, იტალია | 1–2 | 0 | ამხანაგური | |
| 2. | 2 სექტემბერი 2011 | AFG არენა, შვეიცარია | 3–2 | 0 | ამხანაგური | |
| 3. | 6 სექტემბერი 2011 | ესტადიო ლას გაუნასი, ესპანეთი | 6–0 | 0 | 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი | |
| 2012 | ||||||
- განახლდა: 26 მაისი 2012[9]
| კლუბი | სეზონი | ჩემპიონატი | თასი | ევროპა | სხვა [10] | Total | |||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
| ბარსელონა B | 2007–08 | 5 | 0 | – | 5 | 0 | |||||
| 2008–09 | 25 | 0 | – | 25 | 0 | ||||||
| 2009–10 | 18 | 3 | – | 18 | 3 | ||||||
| 2010–11 | 11 | 0 | – | 11 | 0 | ||||||
| ჯამში | 59 | 3 | – | 59 | 3 | ||||||
| ბარსელონა | 2008–09 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 |
| 2009–10 | 1 | 1 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 2 | 1 | |
| 2010–11 | 12 | 2 | 3 | 1 | 1 | 0 | 1 | 0 | 17 | 3 | |
| 2011–12 | 27 | 2 | 8 | 2 | 7 | 0 | 3 | 0 | 45 | 4 | |
| ჯამში | 41 | 5 | 12 | 3 | 8 | 0 | 4 | 0 | 65 | 8 | |
| ჯამში კარიერაში | 100 | 8 | 12 | 3 | 8 | 0 | 4 | 0 | 124 | 11 | |
ტიტულები [რედაქტირება]
ბარსელონა [რედაქტირება]
- ლა ლიგა: 2008–09, 2009–10, 2010–11
- კოპა დელ რეი: 2011–12; ვერცხლი 2010–11
- ესპანეთის სუპერთასი: 2010, 2011
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა: 2010–11
- უეფა-ს სუპერთასი: 2011
- ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი: 2011
ესპანეთი [რედაქტირება]
- ევროპის 17 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატი: 2008
- ევროპის 21 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატი: 2011
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Thiago Alcántara do Nascimiento Profile. Fcbarcelona.com. Retrieved on 2011-07-03.
- ↑ Youth:Thiago Alcántara .. fcbtransfers.blogspot.com (2010-02-19). წაკითხვის თარიღი: 2010-02-19.
- ↑ Kelme official website. Kelme website. Retrieved on 2012-04-017.
- ↑ Thiago Alcántara, la nueva perla azulgrana. suite101.net. Retrieved on 2012-04-017.
- ↑ O melhor da Barra na web ::. PortalBARRA. Retrieved on 2011-07-03.
- ↑ FC Barcelona vs Racing de Santander. Goal.com (2010-02-19). წაკითხვის თარიღი: 2010-02-19.
- ↑ Racing de Santander vs FC Barcelona. fcbarcelona.com (2010-02-19). წაკითხვის თარიღი: 2010-02-19.
- ↑ Spain win tournament with victory over Switzerland. Daily Telegraph (27 June 2011). წაკითხვის თარიღი: 27 June 2011.
- ↑ Transfermarkt player statistics. Transfermarkt.co.uk. Retrieved on 2011-07-03.
- ↑ შეიცავს სხვა გათამაშებებს, მათ შორის ესპანეთის სუპერთასს, უეფა-ს სუპერთასს, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს.
|
|||||

