ჰაუარდ ფლორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ფლორი, ჰაუარდ)
ჰაუარდ ფლორი

ჰაუარდ უოლტერ ფლორი (ინგლ. Howard Walter Florey, Baron Florey of Adelaide and Marston) (დ. 24 სექტემბერი, 1898, ადელაიდა, ავსტრალია ― გ. 21 თებერვალი, 1968, ოქსფორდი) — ინგლისელი ფარმაკოლოგი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1941), ხოლო 1960–1965 მისი პრეზიდენტი, ოქსფორდის სამეფო კოლეჯის რექტორი (1962–1968).

მისი ძირითადი შრომები ეხება კაპილარული სისხლის მიმოქცევის პათოლოგიას, ანთებით პროცესებს, ლიმფოციტების ფუნქციას, მიკრობული წარმოშობის ანტიბიოტიკებს, ლიზოციმებს. ე. ჩეინთან ერთად მუშაობდა პენიცილინის გაწმენდაზე. პირველმა გამოიყენა პენიცილინი ცხოველების და ადამიანის სამკურნალოდ. სსრკ მევნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი (1966), აშშ ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრი და სხვ. ნობელის პრემია (1945, ა. ფლემინგთან და ე. ჩეინთან ერთად).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]