საფრანგეთის კონსულობა
ვიკიპედიიდან
კონსულობა - ეს არის საფრანგეთის ისტორიის ის პერიოდი როდესაც ძალაუფლება პრაკტიკულად გენერალ ნაპოლეონ ბონაპარტის ხელში იყო. საფრანგეთში კონსულატის მმართველობა დაიწყო 1799 წლის 9 ნოემბერს (18 ბრიუმერს), როდესაც ნაპოლეონმა სახელმწიფო გადატრიალება და დირექტორიის დამხობა მოახერხა და დასრულდა 1804 წლის 14 მაისს, როდესაც ნაპოლეონი იმპერატორად ეკურთხა.

