ტერორის მმართველობა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუი XVI-ის ეგზეკუცია

ტერორის მმართველობა, შემოკლებით ტერორი (ფრანგ. La Terreur) — დაახლოებით 10-თვიანი პერიოდი საფრანგეთის რევოლუციის დროს, რომლის დროსაც რადიკალურად მიმართული მოწინააღმდეგე ფრაქციები ერთმანეთს სასტიკად უსწორდებოდნენ, გილიოტინაზე მასიური დასჯის ჩათვლით. ეს პერიოდი ზოგადად ასოცირდება რობესპიერისა და ჟორჟ დანტონის ფიგურებთან და რევოლუციური ძალადობის არქეტიპს წარმოადგენს.

ტერორი 1793 წლის 5 სექტემბერს დაიწყო. რეპრესიებმა პიკს მიაღწია 1794 წლის ივნის-ივლისში, პერიოდი რომელსაც "გრანდ-ტერორს" (la Grande Terreur) უწოდებენ და რომელიც გაგრძელდა 1794 წლის 27 ივლისის გადატრიალების ეგზეკუციამდე, რომელშიც თვით ტერორის მმართველობის რამდენიმე წამყვანი ლიდერი გაასამართლეს, მათ შორის სენ-ჟუსტი და მაქსიმილიან რობესპიერი.

ტერორმა 40,000-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მხოლოდ ამ პერიოდის ბოლო თვეს 1900 ადამიანს მოკვეთეს თავი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Andress, David (2006). The Terror: The Merciless War for Freedom in Revolutionary France. New York: Farrar, Straus and Giroux. ISBN 0-374-27341-3. 
  • Beik, William (August 2005). „The Absolutism of Louis XIV as Social Collaboration: Review Article“. Past and Present (188): გვ. 195–224. 
  • Kerr, Wilfred Brenton (1985). Reign of Terror, 1793–1794. London: Porcupine Press. ISBN 0-87991-631-1. 
  • Moore, Lucy (2006). Liberty: The Lives and Times of Six Women in Revolutionary France. London: HarperCollins. ISBN 0-00-720601-1. 
  • Steel, Mark (2003). Vive La Revolution. London: Scribner. ISBN 0-7432-0806-4. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: