ელ-ნინიო
ელ–ნინიო (ესპ. El Niño - ბავშვი) — კლიმატური ფენომენი. წარმოადგენს წყნარი ოკეანის (ეკვატორული ნაწილის) ზედაპირული ფენის ტემპერატურის რყევას, რომელიც კლიმატზე შესამჩნევ გავლლენას ახდენს.
ვრცელდება სამხრეთ ნახევარსფეროში, ეკვადორის სანაპიროს გაყოლებიდან ეკვატორამდე სამხრეთ განედის 5-7°-მდე. ცალკეულ წლებში ელ-ნინიო ძლიერდება და აღწევს სამხრეთ განედის 15°-ს.
ელ-ნინიოს თბილი წყლების თხელი ფენა წყვეტს ჟანგბადის მიმოსვლას ზედაპირის ფენაში, რაც დიდ გავლენას ახდენს პერუს პროდუქტიული რაიონის პლანქტონებისა და თევზების მდგომარეობაზე. გაძლიერებული წვიმები გამშრალ სანაპიროებზე იწვევენ კატასტროფულ წყალდიდობებს.
სამხრეთში თბილი წყლების შეღწევა დაკავშირებულია პასატური ქარების მოქმედების შესუსტებასთან და ასევე ოკეანის სანაპირო ნაწილის ცივი ზედაპირული წყლების ამოსვლის შეწყვეტასთან. ჩვეულებრივ ასეთი კატასტროფული მოვლენები აღინიშნება დეკემბრის ბოლოსა და იანვრის დასაწყისში. განსაკუთრებით მკაცრად იგი გამოვლინდა :
ელ-ნინიოს უძლიერესი ფაზები დაფიქსირდა ასევე 1982-1983 და 1997-1998 წწ., ხოლო 1991-1992, 1993, 1994 იგი ისევ განმეორდა.
1997-1998 წწ. ელ-ნინიოს იმდენად ძლიერად გამოვლინდა რომ, მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.
ელ-ნინიოს განვითარების წლებში თევზი (ქაფშია) ან იღუპება ან ტოვებს სანაპირო წყლებს, რასაც მოყვება ზღვის ფრინველების მაღალი სიკვდილიანობა და ამასთანავე მცირდება გუანოს რაოდენობა, რომელიც ფართოდ გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო საქმნიანობაში. სამხრეთ ამერიკაში ელ-ნინიოს ეფექტი კარგადაა გამოხატული. განსაკუთრებით იგი ვლინდება პერუსა და ეკვადორში.
ელ-ნინიოს საპირისპიროა ლა-ნინია, რომელიც ტემპერატურის უეცარ ვარდნას გულისხმობს. ელ-ნინიო და ლა-ნინია ვლინდება აშშ-შიც (ზამთრის თვეებში).
ელ-ნინიოს რბილი ზამთარი მოაქვს აშშ-ის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ლა-ნინიას კი პირიქით, მოაქვს ცივი არქტიკული ჰაერის მასები. ელ-ნინიოსა და ლა-ნინიას შორის იცვლება ნალექიანობაც, სახელდობრ: ელ-ნინიოს მოაქვს ტენიანი პირობები (ამერიკის სამხრეთით), მაშინ როცა ლა-ნინიას მოაქვს მშრალი პირობები. ელ-ნინიოს მსგავსი ბუნებრივი მოვლენა ჩნდება ხოლმე ატლანტის ოკეანეში, სადაც აფრიკის ეკვატორული სანაპიროები თბება, ხოლო ბრაზილიის სანაპიროები ცივდება.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Latest ENSO updates & predictions from the International Research Institute for Climate and Society
- PO.DAAC's El Niño Animations
- National Academy of Sciences El Niño/La Niña article
- NOAA FAQ "What is ENSO?"
- Latest El Niño/La Niña Data from NASA
- Economic Costs of El Niño / La Niña and Economic Benefits from Improved Forecasting from "NOAA Socioeconomics" website initiative
- El-Niño-Southern Oscillation
- El Niño and La Niña from the 1999 International Red Cross World Disasters Report by Eric J. Lyman.
- ENSO (El Niño-Southern Oscillation)
- La Niña episodes in the Tropical Pacific
- NOAA announces 2004 El Niño
- NOAA El Niño Page
- Ocean Motion: El Niño
ლიტერატურა [რედაქტირება]
- César N. Caviedes, 2001. El Niño in History : Storming Through the Ages (University Press of Florida)
- Brian Fagan , 1999. Floods, Famines, and Emperors : El Niño and the Fate of Civilizations (Basic Books)
- Michael H. Glantz, 2001. Currents of change, ISBN 0-521-78672-X
- Mike Davis, Late Victorian Holocausts: El Niño Famines and the Making of the Third World (2001), ISBN 1-85984-739-0