პროვენი
|
კომუნა
პროვენი
Provins
|
პროვენი (ფრანგ. Provins) — კომუნა ჩრდილოეთ-ცენტრალურ საფრანგეთში, ილ-დე-ფრანსის რეგიონის სენა და მარნის დეპარტამენტში.
2001 წელს, პროვენი - შუა საუკუნეების ბაზრების ქალაქი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
სექციების სია |
ადმინისტრაცია [რედაქტირება]
პროვენი დეპარტამენტის ქვედანაყოფი (arrondissement) უდიდესი ქალაქი არაა, მაგრამ მისი სათავო ქალაქს წარმოადგენს. უდიდესი ქალაქია მონტრო-ფო-იონა.
დეპარტამენტის ქვედანაყოფი შედგება 7 კანტონის, 125 კომუნისა და 112 020 (2006 წ.) მაცხოვრებლისგან. პროვენის კანტონი 15 კომუნისა და 21 000 მოსახლისგან შედგება.
ღირსშესანიშნაობები [რედაქტირება]
ქალაქი IX საუკუნეში დაარსდა და ცნობილია თავის შუა საუკუნეების თავდაცვითი ნაგებობებით, რომელთა შორისაცაა კეისრის კოშკი (ტურ-კეისარი)და კარგად შემონახული ქალქის კედლებით. ქალაქში ასევე მდებარეობს წმინდა კირიაკის ეკლესია, რომლის მშენებლობაც XII საუკუნეში, ფილიპ IV ლამაზის დროს დაიწყო და ფინანსური პრობლემების გამო აღარასდროს დასრულებულა.
ეკონომიკა [რედაქტირება]
პროვენი ვარდის მოშენების მნიშვნელოვანი ცენტრია, რომლისგანაც აწარმოებს მრავალ საკვებ პრიდუქტს, რომელთა შორის მთავარია ვარდის ფურცლების ჯემი, თაფლი და შაქარყინული.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
- საფრანგეთის ქალაქები
- იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საფრანგეთში
- მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია ევროპაში
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- City council website (ფრანგული)
- Champagne and Brie in Medieval History of Navarre
- http://www.provins.net/ (ფრანგული)
- http://www.provins.org/ (ინგლისური)
- http://www.provins-medieval.com/ (ფრანგული)
- Provins photos (ფრანგული)
- 1999 Land Use, from IAURIF (Institute for Urban Planning and Development of the Paris-Île-de-France région (ინგლისური)
- Ameller Dubois and Associates, architects of the Provins police station (ფრანგული)
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 873 რუს. • ინგლ. • ფრ. |