მარსის ველი (პარიზი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მდინარე სენის სანაპირო პარიზში: მარსის ველი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Champ de Mars from the Eiffel Tower - July 2006.jpg
ხედი ეიფელის კოშკიდან
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iv
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1991  (მე-15 სესია)
ნომერი 600
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 600
რუს.ინგლ.ფრ.

მარსის ველი (ფრანგ. Champ de Mars) — საზოგადოებრივი პარკი პარიზის მეშვიდე ოლქში. მდებარეობს ეიფელის კოშკსა და სამხედრო სკოლას შორის, ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდინარე სენის მარცხენა ნაპირზე.

ისტორია[რედაქტირება]

1751 წელს საფრანგეთის მეფე ლუი XV-მ გადაწყვიტა დაეარსებინა სამხედრო სკოლა ხელმოკლე არისტოკრატიული ოჯახის ბიჭებისათვის. სკოლის წინ მდებარე ტერიტორიას ეწოდა მარსის ველი ომის ღმერთის მარსის პატივსაცემად. აღნიშნუყლი ველი გამოიყენებოდა სამხედრო აღლუმებისთვის. სწორედ აქ საზეიმო ვითარებაში შევიდა ძალაში საფრანგეთის პირველი კონსტიტუცია 1790 წლის 14 ივლისს და აქ გაიმართა სახალხო აჯანყება 1791 წლის 17 ივლისს. 1867 წლიდან აქ რეგულარულად იმართება მსოფლიო ექსპოზიციის გამოფენები.

1991 წელს მდინარე სენის სანაპიროზე მდებარე სხვა ძეგლებთან ერთად მარსის ველი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]