ორანჟის რომაული თეატრი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რომაული თეატრი, მისი შემოგარენი და თაღი ორანჟში*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Le Théâtre Antique d'Orange, 2007.jpg
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, vi
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 44°08′09″ ჩ. გ. 4°48′28″ ა. გ. / 44.13583° ჩ. გ. 4.80778° ა. გ. / 44.13583; 4.80778
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1981  (მე-5 სესია)
ნომერი 163
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 163
რუს.ინგლ.ფრ.

ორანჟის რომაული თეატრი (ფრანგ. Théâtre antique d'Orange) — უძველესი რომაული თეატრი სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ ორანჟში. აგებულია ახ. წ. I საუკუნეში. ამჟამად, ყოველ ზაფხულს მასპინძლობს საოპერო ფესტივალს.

თეატრი ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახულია ძვ. წ. 40 წელს დაარსებულ რომაულ კოლონია არაუზიოს რომაულ თეატრებს შორის. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომლებიც თავიანთ თავისუფალი დროის დიდ ნაწილს აქ ატარებდნენ. თეატრი რომაული მმართველობის მიერ არამარტო რომაული კულტურის გავრცელების მიზნით, არამედ მოსახლეობისთვის სხვადასხვა პოლიტიკური აქტივობების გაცნობის მიზნით აშენდა. გართობის მთავარ ფორმას თეატრში პანტომიმა და ლექსების კითხვა წარმოადგენდა, რომლებიც ხშირად მთელ დღეს გრძელდებოდა. წარმოდგენები ღია იყო და ყველასათვის უფასო.

ახ. წ. IV საუკუნეში, როდესაც დასავლეთ რომის იმპერია დასუსტდა და ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა, ეკლესიის წინააღმდეგობის შედეგად, რომელიც თეატრის წარმოდგენებს არაცივილურად მიიჩნევდა, 391 წლის ოფიციალური ბრძანებულებით, თეატრი დაიხურა. შუა საუკუნეებში, ნაგებობა ბარბაროსების მიერ გაიძარცვა და გამოიყენებოდა როგორც თავდაცვითი პოსტი. XVI საუკუნეში, რელიგიური ომის მძვინვარებისას, თეატრის შენობას ქალაქის მოსახლეობა თავშესაფრად იყენედბა.

1981 წელს, თეატრი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: