ინვალიდთა სახლი
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 600 რუს. • ინგლ. • ფრ. |
ინვალიდთა სახლი (ფრანგ. Les Invalides) — შენობა-ნაგებობათა კომპლექსი პარიზში, რომელიც მოიცავს მუზეუმებს, მონუმენტებს და საფრანგეთის სამხედრო ისტორიის ძეგლს წარმოადგენს. ყველაზე მნიშვნელოვან შენობათა შორის არის ინვალიდთა სახლი და წმ. ლუდოვიკოს ტაძარი და ეკლესია.
1670 წელს საფრანგეთის მეფე ლუი XIV-მ გადაწყვიტა დაჭრილი ჯარისკაცებისთვის საავადმყოფო აეშენებინა. მშენებლობა 1671 წელს დაიწყო და 1676 წელს დასრულდა. საავადმყოფოში 4000 პაციენტი ეტეოდა. ამჟამად ინვალიდთა სახლი მუზეუმად არის ქცეული.
აქ დაკრძალულთა შორის არიან საფრანგეთის საზოგადო და სამხედრო მოღვაწეები:
- ნაპოლეონ I ბონაპარტი
- ჟოზეფ ბონაპარტი
- ჟერომ ბონაპარტი
- ნაპოლეონ II ბონაპარტი
- ფერდინან ფოში - საფრანგეთის მარშალი
- კლოდ ჟოზეფ რუჟე დე ლილი - მარსელიეზის ავტორი
- სებასტიან ლე პრეტრ დე ვობანი - საფრანგეთის სამხედრო ინჟინერი და მარშალი.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Musée de l'Armée
- ინვალიდთა სახლის ფოტოგალერეა
- სატელიტური ხედი ვიკიმაპიაზე
- Hôtel des Invalides
- არქიტექტურული ისტორია
|
ტრიუმფალური თაღი • ნოტრ-დამი • პომპიდუს ცენტრი • შანზ-ელიზე • კონსერჟერია • ეიფელის კოშკი • გრან პალე • ლუქსემბურგის ბაღი • ინვალიდთა სახლი • ლუვრი • მულენ რუჟი • ორსეის მუზეუმი • გარნიეს სასახლე • პერ ლაშეზი |