ვიში
|
ქალაქი
ვიში
Vichy
|
ვიში (ფრანგ. Vichy; ოქსი. Vichèi) — საკურორტო ქალაქი კომუნი ალეს დეპარტამენტში, ოვერნის რეგიონი.
მეორე მსოფლიო ომის პოერიოდში, როდესაც გერმანელების მიერ მოხდა საფრანგეთის ოკუპაცია, სამხრეთ საფრანგეთში შეიქმნა ვიშის რეჟიმი. ახლად შექმნილი სახელმწიფოს ადმინისტრაციული ცენტრი სწორედ ქალაქი ვიში იყო. ვიშის რეჟიმი არსებობდა 1940 წლიდან 1944 წლამდე.
სექციების სია |
გეოგრაფია [რედაქტირება]
დასახლებულ პუნქტში მიედინება მდინარე ალე. მდინარე სათავეს ცენტრალური მასივიდან იღებს, რომელიც ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს. ვიშიდან რამდენიმე კილომეტრში არის ოვენის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი კლერმონ-ფერანი. ამ მხარეში კლიმატური პირობები საკმაოდ მკაცრია, რაც განპირობებულია მაღალი სიმაღლით, თუმცა ვიში მდებარეობს შედარებით დაბალ ადგილას რის გამოც ქალაქის მიდამოებში ძირითადად კონტინენტური ჰავაა.
ქალაქის გარშემო არსებობს ვულკანური რელიეფი, ამ ტერიტორიაზე ვულკანის ამოფრქვევა დაახლოებით 150,000 წელი არ მომხდარა. სწორედ ვულკანური წარმოშობისაა აქ არსებული მრავალი თერმული წყალი.
დაძმობილებული ქალაქები [რედაქტირება]
ვიშის დაძმობილებული ქალაქებია:
ვილჰემსჰაფენი, ქვემო საქსონია, გერმანია
ბედ-ტიოლცი, ბავარია, გერმანია
რეინ-ნეკარი, ბადენ-ვიურტემბერგი, გერმანია
დანფერმლინი, ფაიფი, გაერთიანებული სამეფო
ლაგრონო, ლა რიოხა, ესპანეთი
კლუ«-ნაპოკა, კლუჟი, რუმინეთი
სარატოგა-სპრინგსი, ნიუ-იორკი, აშშ
კლიმატი [რედაქტირება]
| წლიური ამინდი — ვიში | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წელი |
| საშუალო მაღალი °C (°F) | 7 (44) | 8 (47) | 13 (56) | 16 (61) | 20 (68) | 23 (74) | 26 (79) | 26 (78) | 23 (73) | 17 (62) | 11 (52) | 7 (45) | 17 (62) |
| საშუალო დაბალი °C (°F) | -1 (30) | -1 (30) | 2 (35) | 4 (39) | 7 (45) | 11 (52) | 13 (55) | 13 (55) | 11 (51) | 6 (43) | 3 (37) | 0 (32) | 6 (42) |
| ნალექი მმ (დიუმი) | 48.3 (1.9) | 43.2 (1.7) | 45.7 (1.8) | 53.3 (2.1) | 71.1 (2.8) | 88.9 (3.5) | 66 (2.6) | 83.8 (3.3) | 81.3 (3.2) | 66 (2.6) | 63.5 (2.5) | 43.2 (1.7) | 751.8 (29.6) |
| წყარო: Weatherbase.com[1] 20 დეკემბერი 2008 | |||||||||||||
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური საიტი (ფრანგული)
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Historical Weather for Vichy, France. Weatherbase.com. წაკითხვის თარიღი: Dec 20 2008.
სტატიის