ახალი კალედონიის ბარიერული რიფი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახალი კალედონიის ლაგუნები:რიფების მრავალფეროვნება და მათთან დაკავშირებული ეკოსისტემები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Lagoons and Reefs of New Caledonia May 10, 2001.jpg
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, ix, x
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 20°24′43″ ს. გ. 164°33′59″ ა. გ. / 20.41194° ს. გ. 164.56639° ა. გ. / -20.41194; 164.56639
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2008  (32-ე სესია)
ნომერი 1115
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1115
რუს.ინგლ.ფრ.

ახალი კალედონიის ბარიერული რიფი, მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, ახალ კალედონიაში. წარმოადგენს მსოფლიოში სიგრძით მეორე, ორმაგ ბარიერულ, მარჯნის რიფს ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფის შემდეგ.

ბარიერული რიფი გარს ერტყმის ჯგუფის უდიდეს კუნძულს, გრან-ტერს, ისევე როგორც პენს და სხვა რამდენიმე პატარა კუნძულს, რის შედეგადაც მისის საერთო სიგრძე 1,500 კმ-ია. რიფს თან ახლავს 24 000 კმ² ფართობის მქონე ლაგუნა, რომლის საშუალო სიღრმეც 25 მეტრია. რიფები გაწოლილია სანაპიროდან 30 კმ-ის მოშორებით, მაგრამ ჩრდილო-დასავლეთით განფენილია 200 კმ-ზე. ამ განფენილობაში მდებარეობს კუნძული ბელეფი და და სხვა პატარა ქვიშიანი კუნძულები (Cay).

რიფი ცოცხალი სამყაროს სახეობების განსაკუთრებული მრავალფეროვნებითა და ენდემიზმის მღალი დონით გამოირჩევა. აქ ბინადრობენ საფრთხის ქვეშ მყოფი დუგონები (Dugong dugon), ასევე დიდი რაოდენობით ზღვის მწვანე კუები (Chelonia mydas).

რიფების უმრავლესობა, სიჯანსაღის მხრივ, კარგ მდგომარეობაშია. მხოლოდ მის ზოგიერთი აღმოსავლეთი ნაწილია დაზიანებული კუნძულ გრან-ტერზე ნიკელის მოპოვებითი სამუშაოების შედეგად.

მაღაროებიდან, სასოფლო სამეურნეო მიწებიდან და მდელოებიდან ჩატანილმა სედიმენტებმა მნიშვნელოვნად დააზიანა მდინარის შესართავებთან მდებარე რიფები. სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა მანგროს ტყეების გაჩეხვის შემდეგ, რომელიც სედიმენტების კუნძულზე შენარჩუნებას უწყობდა ხელს. ყოველივე ამის შემდეგ, ზოგიერთი რიფი რამდენიმე მეტრის სისქის შლამით დაიფარა.

ახალი კალედონიის ლაგუნებში გავრცელებულია მრავალი სახეობის პლანქტონი, დიდი ზომის თევზები და ზვიგენები.

2002 წელს, საფრანგეთის მთავრობამ იუნესკოს შესთავაზა ახალი კალედონიის რიფები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეეტანა. ორგანიზაციამ თხოვნა 2008 წელს დააკმაყოფილა და ობიექტი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა სახელით: ახალი კალედონიის ლაგუნები:რიფების მრავალფეროვნება და მათთან დაკავშირებული ეკოსისტემები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: