პონ-დიუ-გარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პონ-დიუ-გარი (რომაული აკვედუკი)*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Pontdugard.jpg
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iii, iv
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 43°56′50″ ჩ. გ. 04°32′07″ ა. გ. / 43.94722° ჩ. გ. 4.53528° ა. გ. / 43.94722; 4.53528
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1985  (მე-9 სესია)
ნომერი 344
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 344
რუს.ინგლ.ფრ.

პონ-დუ-გარი (ფრანგ. Pont du Gard, სიტყვ. „ხიდი გარზე") — ყველაზე მაღალი დღემდე შემორჩენილი ძველრომაული აკვედუკი. გადაჭიმულია მდინარე გარდონზე (უწინ გარი) საფრანგეთის დეპარტამენტში გარი, რემულანთან. აკვედუკის სიგრძია 275 მ, სიმაღლე 47 მ. შეტანილია იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში (1985 წლიდან).

დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ პონ დუ გარი ქალაქ რომისთის წყლის მისაწოდებლად იყო აშენებული მარკუს აგრიპუსის ბრძანებით, რომელიც იმპერატორი ავგუსტუსის სიძე იყო (დაახ. ძვ. წ. 19). უახლესი გამოკვლევებით დასტურდება, რომ მშენებლობა მიმდინარეობდა ჩვ. წ. 1 ს-ში. აკვედუკი სამშენებლო ხსნარის გარეშე შენდებოდა და 50 კილომეტრიანი წყალსადენის ნაწილს შეადგენდა. აკვედუკი სამიარუსიანია: ქვემო იარუსზე ექვსი არკაა, შუაზე - თერთმეტი, ხოლო ზედაზე - ოცდათხუთმეტი. ნაპირთან მოახლოებასთან ერთად არკების სიგანე ვიწროვდება.

წყალსადენმა ფუნქციონირება შეწყვიტა რომის იმპერის დაცემის შემდეგ, თუმცა თვით აკვედუკი მრავალი საუკუნე გამოიყენებოდა ხიდად მარხილების გადასაყვანად. გაბარიტული სატრანსპორტო საშუალებების მის ქვეშ გაყვანის მიზნით საბჯენების ნაწილი გამონგრეულ იქნა, რამაც მთელ კონსტრუქციას შეუქმნა საფრთხე. 1747 წელს მის შორიახლოს თანამედროვე ხიდი ააგეს, მოძრაობა პონ დუ გარზე გაუქმდა, თვით ეს არქიტექტურული ძეგლი კი ნაპოლეონ III-ის ბრძანებით რესტავრირებულ იქნა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]