სიტე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიტეს ხედი კუნძულ სენ-ლუიდან

კუნძული სიტე (ფრანგ. Île de la Cité) — ერთ-ერთი კუნძული მდინარე სენაში შემორჩენილი ორი ბუნებრივი კუნძულიდან (მეორე — სენ-ლუი), მდებარეობს პარიზში. იგი პარიზის ცენტრია, სადაც შუა საუკუნეების ქალაქი წარმოიქმნა.

მეროვინგების დროიდან, კუნძულის დასავლეთი დაბოლოება სასახლეს ეკავა, აღმოსავლეთ ნაწილი კი იგივე პერიოდიდან რელიგიას უძღვნეს, განსაკუთრებით X საუკუნიდან, როდესაც აშენდა დღემდე შემორჩენილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. ამ ორ ობიექტს შორის არსებული მონაკვეთი 1850-იან წლამდე მნიშვნელოვანი საცხოვრებელი და კომერციული არეალი იყო, მაგრამ ამ პერიოდიდან იგი დაიკავა პოლიციის პრეფექტურამ, იუსტიციის სასახლემ, ოტელ-დიეს საავადმყოფომ და ვაჭრობის ტრიბუნალმა. კუნძულის მხოლოდ უკიდურესი დასავლეთი და ჩრდილოეთი ნაწილები რჩება დღემდე დასახლებულად. ჩრდილოეთ ნაწილში ასევე შემორჩენილია XVI საუკუნის საეკლესიო სახლების ნაშთები. კუნძულის მდინარის ზემო წელისკენ არსებულ ნაწილში მდებარეობს დეპორტაციისას წამებულთა მემორიალი — რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ ვიჩიდან საკონცენტრაციო ბანაკებში გადმოსახლებულ 200 000 ადამიანს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • de Brunhoff, Jacques (1987). La place Dauphine et l'île de la Cité. Lyon. ISBN 2904638997. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 600
რუს.ინგლ.ფრ.
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სიტე&oldid=2468129“-დან