რეიმსის საკათედრო ტაძარი
| რეიმსის საკათედრო ტაძარი, სენ-რემის ყოფილი სააბატოს და ტოს სასახლე* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
|
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | i, ii, vi |
| სია | იუნესკოს სია |
| რეგიონი** | ევროპა |
| კოორდინატები | / |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1991 (მე-15 სესია) |
| ნომერი | 601 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 601 რუს. • ინგლ. • ფრ. |
რეიმსის საკათედრო ტაძარი (ფრანგ. Cathédrale Notre-Dame de Reims) — რომანულ-კათოლიკური ტაძარი საფრანგეთის ქალაქ რეიმსში, სადაც ერთ დროს საფრანგეთის მეფეები გვირგვინს იდგამდნენ.[1] მან ჩაანაცვლა ძველი ეკლესია, რომელიც 1211 წელს ხანძარმა გაანადგურა და რომელიც თავის მხრივ იმ ბაზილიკის ადგილას მდებარეობდა, სადაც რეიმსის ეპისკოპოსმა წმინდა რემიმ ფრანკთა მეფე ხლოდვიგ I მონათლა ახ. წ. 496 წელს. ამჟამად კათედრალი რეიმსის არქიეპისკოპოსის მთავარ ტაძარს წარმოადგენს.
ტაძარი შამპანის რეგიონის მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, რომელიც 2006 წელს ნახევარმა მილიონმა ადამიანმა მოინახულა..[2]
გათხრები ცხადყოფს, რომ თანამედროვე კათედრალი აღმართულია ძველი ტაძრის ადგილას, რომელიც ახ. წ. 400 წელს წმინდა ნიკეზმა დააარსა. ტაძარი ხელახლა აშენდა XII საუკუნეში, კაროლინგების მმართველობის პერიოდში. მაგრამ, 1210 წლის 6 ივლისს, ის ხანძარმა გაანადგურა. აღდგენითი სამუშაოები მალევე დაიწყო და 1211 წლისთვის, ტაძარი თითქმის ხელახლა აშენდა.
1991 წელს, სენ-რემის ყოფილ სააბატოსა და ტოს სასახლესთან ერთად, იუნესკომ კათედრალი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- (ფრანგული) Cathedrale-reims.com
- Photos
- 360 degrees panoramas
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ ბოლო მეფე, რომელმაც აქ გვირგვინი დაიდგა, იყო ჩარლ X 29 მაისი, 1825.
- ↑ Source : CCI de la Marne: activités touristiques.