სენ-ბენეზეს ხიდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავინიონის ისტორიული ცენტრი: პაპის სასახლე, პეტი-პალეს მუზეუმი, ავინიონის საკათედრო ტაძარი და სენ-ბენეზეს ხიდი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Saint-benezet in southeastern France.jpg
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iv
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1995  (მე-19 სესია)
ნომერი 228
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 228
რუს.ინგლ.ფრ.

სენ-ბენეზეს ხიდი (ფრანგ. Pont Saint-Bénezet) ასევე ცნობილი როგორც ავინიონის ხიდიშუა საუკუნეების ცნობილი ხიდი სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ ავინიონში.

მდინარე რონაზე გადებული ხიდი თავდაპირველად ერთმანეთთან აკავშირებდა ავინიონსა და ვილნევ-ლეზ-ავინიონს. აშენდა 1171 - 1185 წლებში და იმ დროისათვის მისი სიგრძე 900 მეტრი იყო, მაგრამ ხშირი დატბორვების გამო რამდენიმეჯერ ჩამოიქცა და კვლავ აღადგინეს. საუკუნეთა განმავლობაში, ხიდი უფრო მეტად საშიში ხდებოდა, რადგან ჩამოქცეული თაღები არაგამძლე ხის მასალით ჩაანაცვლეს.

1668 წელს, კატასტროფული წყალდიდობისას ხიდი ხმარებიდან საბოლოოდ გამოვიდა, სტრუქტურის უდიდესი ნაწილი წყალმა წაიღო. ამის შემდეგ, ხიდი ყველას მიავიწყდა და მისო შეკეთების არანაირი მცდელობაც კი არ ყოფილა. დაიწყო გადარჩენილი თაღების ნელ-ნელა ჩამოქცევა და ამჟამად, თავდაპირველი 22 თაღის ნაცვლად, მხოლოდ ოთხია შემორჩენილი.

ხიდს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნდა, რადგან წარმოადგენდა მდინარის გადაკვეთის ერთადერთ მყარ გზას ლიონსა და ხმელთაშუა ზღვას შორის. აქედან გამომდინარე, მდინარის ორივე მხარეს ის დაცული იყო. მარცხენა სანაპიროს, რომელსაც საფრანგეთის მონარქის ხელში იყო, კონტროლდებოდა იქვე მდებარე უზარმაზარი ფილიპ IV ლამაზის ციხესიმაგრიდან და ვილნევ-ლეზ-ავინიონის ციტადელიდან. ავინიონის მხარეს, ხიდი გაივლიდა XIV საუკუნეში აგებულ ფართო ჭიშკარს.

ავინიონის ხიდი მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა მისადმი მიძღვნილი სიმღერით "Sur le pont d'Avignon" (ავინიონის ხიდზე).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: