პრერაფაელიტები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
"პერსეფონი" - დანტე გაბრიელ როსეტი.

პრერაფაელიტების საძმო (ინგლ. Pre-Raphaelite Brotherhood) — XIX საუკუნის მეორე ნახევრის ინგლისურ პოეზიასა და ფერწერაში ესთეტიურ-მისტიური მიმდინარეობის მიმდევართა გაერთიანება, რომელიც 50-იან წლებში ჩამოყალიბდა ვიქტორიის ეპოქის ინგლისურ ხელოვნებაში გამეფებული პირობითობის, აკადემიური ტრადიციებისა და კლასიკურ ნიმუშებთან მიბაძვის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.

სახელწოდება "პრერაფაელიტები" სავარაუდოდ ადრეული აღორძინების ეპოქის ფლორენციელ მხავრებთან (ანუ რაფაელსა და მიქელანჯელოს პერიოდამდელ მხავრებთან: პერუჯინო, ფრა ანჟელიკო, ჯოვანი ბელინი) სულიერ ნათესაობას ნიშნავს.

მიმდინარეობის ყველაზე გამორჩეული წევრები იყვნებ პოეტი და ფერმწერი დანტე გაბრიელ როსეტი, მხატვრები უილიამ ჰოლმენ ჰანტი, ჯონ ევერეტ მილესი, მედოქს ბრაუნი, ედვარდ ბერნ-ჯონსი, უილიამ მორისი, არტურ ჰიუზი, უოლტერ კრეინი, უილიამ უოტერჰაუსი.