ბეჭდვა
| ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა და დაგვეხმაროთ მის გაუმჯობესებაში. |
| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ბეჭდვა}} |
ბეჭვდა — ერთი დედნიდან მრავალი ასლის დამზადებას ბეჭვდა ჰქვია. ნებისმიერ ნაბეჭდ პროდუქციას – ჟურნალის გვერდები იქნება, მარკა, წიგნი თუ ბურბუშელას პლაკატი – თავისი დედანი აქვს. ამ დედნიდან საბეჭდი ფორმა მზადდება, რომლითაც ასობით, ათასობით და მილიონობით ასლიც კი იბეჭდება. თითქმის ყველა ნაბეჭდი პროდუქცია ტექსტის, ფოტოსურათებისა და ილუსტრაციებისაგან შედგება. მაგალითად, რომანის დასაბეჭდათ შეიძლება მხოლოდ შრიფტი იყოს საჭირო, ხოლო მარკის დასაბეჭდათ – შრიფტი და ფოტოსურათი ან ნახატი.
ტექსტის აწყობა ჩეულებრივ, კომპიუტერში, სპეციალური პროგრამების საშუალებით ხდება. კომპიუტერში სხვადასხვანაირი მოხაზულობის შრიფტები ინახება, რომლებსაც შემდგომ სასურველ ზომასა და ფერს ვანიჭებთ. კომპიუტერშივე ინახება ფოტოები, ილუსტრაციები და სხვა ვიზუალური მასალა. ამ ყველაფრის გამოყენებით დიზაინერი კომპიუტერში დასაბეჭდად გამზადებულ გვერდებს ქმნის.
დასრულებული გვერდები ციფრული სახით სპეციალურ ფაილებად ინახება კომპიუტერში. ამ ფაილებიდან საბეჭდი ფორმები მზადდება.
სტატიის