ჯონ რესკინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯონ რესკინი
დაბ. თარიღი 8 თებერვალი, 1819
გარდ. თარიღი 20 იანვარი, 1900
საქმიანობა მწერალი, ხელოვნების თეორეტიკოსი, პოეტი
ეროვნება ინგლისელი
ჟანრი რომანტიზმი

ჯონ რესკინი (ინგლ. John Ruskin; დ. 8 თებერვალი, 1819 – გ. 20 იანვარი, 1900) — ინგლისელი მწერალი, ხელოვნების თეორეტიკოსი. რესკინის რომანტიკულმა პროტესტმა თანამედროვე საზოგადოების მიმართ განაპირობა მის მიერ შუა საუკუნეების სტილისტიკური და მხატვრული ფორმების აღორძინების მცდელობა. იგი იყო პრერაფაელიტების საძმოს იდეოლოგი. რესკინის პროზაული და პოეტური ნაწარმოებები გამოირჩევიან დახვეწილი სამწერლო და პოეტური ტექნიკით, უზადო სტილითა და თხრობის თავისებური მანერით.