ორანჟერეა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ორანჟერეა (ფრანგ. orangerie < orange ფორთოხალი), შემინული შენობა, რომელსაც იყენებენ მცენარეთა გამოსაზრდელად ზამთარში ინახავენ სამხრეთის მარადმწვანე მცენარეების (მაგ. პალმები), ციტრუსებს (ლიმონი, ფორთოხალი), ხილ-კენკრეულს, ყვავილებს სხვა, რომლებიც ღია ცის ქვეშ ადგილობრივი ჰავას ვერ იტანენ და სპეციალური პირობები (ჰაერის განსაზღვრული ტემპერატურა, ტენიანობა, განათება) სჭირდებათ. ორანჟერეას ათბობენ გაზით ან სხვა საშუალებით. ტემპერატურის რეჟიმის მიხედვით ორანჟერეა არის ცივი, ნახევრად თბილი ან ზომიერი და თბილი; გადახურვის მიხედვით — ერთ და ორქანობიანი, ბლოკური და ანგარის ტიპისა, გამოსაზღდელი მცენარეების მოთავსების ადგილის მიხედვით — თაროიანი, გრუნტული ან გრუნტულ-თაროიანი; გამოყენების დროის მიხედვით — ზამთრისა და საგაზაფხულო.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • გრიგოლია ი., ქსე, ტ. 7, გვ. 552, თბ., 1984
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: