მულენ რუჟი
ვიკიპედიიდან
მულენ რუჟი (ფრანგ. Moulin Rouge, ქართულად "წითელი წისქვილი"; ასევე გვხდება როგრრც მულენ-რუჟი) — პარიზის კლასიკური კაბარე, აშენებულია 1889 წელს. მდებარეობს პარიზის მე–18 ოლქში, კლიშის ხეივანზე, "წითელი ფარანების" რაიონში, მოედან პიგალის გვერდით.
მეტრო: მე–2 ლინია, სადგური Blanche
[რედაქტირება] ისტორია
1889 წლის 5 ოქტომბერს ჟოსეფ ოლერმა და მისმა კომპანიონმა შარლ ზიდერმა გახსნეს კაბარე პარიზის ცენტრში, ბლანშის მოედანზე. ეს გახსნა დააკავშირეს მსოფლიო ექსპოზიციისა და ეიფელის კოშკის გახსნას.
მულენ რუჟში იკრიბებოდა არა მარტო შუა ფენის წარმომადგენლები, არამედ მოდიოდნენ არისტოკრატები, ხელოვანები (პიკასო, უაილდი), სამეფო ოჯახის წარმომადგენლებ, მაგალითად უელსის პრინცი.
ყველაზე საინტერესო, რაც იზიდავდა ხალხს, ეს იყო ცეკვა კანკანი.
[რედაქტირება] მულენ რუჟის კულტი
ცნობილ კაბარეზე არის გადაღებული უამრავი ფილმი:
- მულენ რუჟი (1928)
- მულენ რუჟი (1934)
- მულენ რუჟი (1939)
- მულენ რუჟი (1944)
- მულენ რუჟი (1952)
- მულენ რუჟი (2001)
ამის გარდა დაწერილი ბევრი სიმღერა და მუსიკა მულენ რუჟის შესახებ. ერთ–ერთი ყველაზე ცნობილია სანდტრეკი ფილმისთვის "მულენ რუჟი!", რომელსაც ასრულებენ კრისტინა აგილერა, პინკი, ლილ კიმი და მია.
[რედაქტირება] ბმულები
- Moulin Rouge Paris — ოფიციალური საიტი
|
ტრიუმფალური თაღი • ნოტრ-დამი • პომპიდუს ცენტრი • შანზ-ელიზე • კონსერჟერია • ეიფელის კოშკი • გრან პალე • ლუქსემბურგის ბაღი • ინვალიდთა სახლი • ლუვრი • მულენ რუჟი • ორსეის მუზეუმი • გარნიეს სასახლე • პერ ლაშეზი |