პოლ ბარასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბარასი (მრავალმნიშვნელოვანი).
პოლ ბარასი

პოლ ფრანსუა ჟან ნიკოლა ვიკონტ დე ბარასი (ფრანგ. Paul François Jean Nicolas, vicomte de Barras; დ. 30 ივნისი, 1755 — გ. 29 იანვარი, 1829) — საფრანგეთის რევოლუციის მოღვაწე, კონვენტის კომისარი, დირექტორიის წევრი და მისი ფაქტობრივი ხელმძღვანელი 1795–1799 წლებში. 1799 წლის 18 ბრიუმერის გადატრიალების შემდეგ პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორდა.

ბარასმა ხელი შეუწყო 1796 წლის 9 მარტს მისი ყოფილი საყვარლის, ჟოზეფინ ბოარნესა და ნაპოლეონ ბონაპარტის დაქორწინებას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]