პიერ ბომარშე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბომარშე

პიერ ოგიუსტენ კარონ დე ბომარშე (ფრანგ. Pierre-Augustin Caron de Beaumarchais); (*24 იანვარი 173218 მაისი 1799) — ფრანგი დრამატურგი და პუბლიცისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა პარიზში მესაათის ოჯახში. თავდაპირველად მამამისის პროფესიას დაეუფლა, თუმცა ამავდროულად მუსიკასაც სწავლობდა. მუსიკალური ნიჭი და მჭერმეტყველობა დაეხმარა მას მაღალ საზოგადოებაში გარევაში და საჭირო კავშირების დამყარებაში. მან ცოტა ხანში მოახერხა ლუი XV სამეფო კარზეც გამოჩენა, სადაც მეფის ქალიშვილებს ასწავლიდა არფაზე დაკვრას. ორ მდიდარ ქვრივზე ქორწინებით, რომლებიც მალე გარდაიცვალნენ, და ბანკირ ბიუვერნესთან ახლო მეგობრობით მოკლე დროში დიდი ქონების პატრონი გახდა.

1764 წელს მადრიდში გაემგზავრა პირადი ფულადი საქმეების მოსაგვარებლად. იქვე დუელის დროს მოკლა ესპანელი მწერალი კლავიგო, რომელმაც მისი და შეცდინა. ეს მოვლენა მომავალში გოეთეს ტრაგედიის "კლავიგოს" სიუჟეტად გამოდგა. მადრიდში სავაჭრო სპეკულაციების დროს პუბლიკას წარუდგინა ორი პიესა "ეჟენი"(1767) და "ორი მეგობარი" (1770), რომელთაგან მხოლოდ პირველმა მოიპოვა წარმატება.

კომპანიონ დიუვერნეს სიკვდილის შემდეგ დაიწყო სასამართლო საქმე მის მემკვიდრესთან, გრაფ ბლაკასთან. საქმე პარლამენტშიც კი განიხილებოდა და მიზეზად მემკვიდრისთვის დაუბრუნებელი ვალი იყო. ბომარშემ სცადა ჩინოვნიკების მოსყიდვა და საქმე წააგო. დაიწყო ახალი პროცესი უკვე მოსყიდვის ბრალდებით.

ბომარშე მიჩნეულ იქნა დამნაშავედ და განაჩენად დამღის დადება გამოუტანეს. თავის დასაცავად ბომარშემ ცნობილი "მემუარები" (1774) და "მემუარების გაგრძლება" (1778) დაწერა, სადაც შესძლო პირადი დევნის ზოგადსოციალური ელფერის მიცემა. მან შესძლო საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება. პარლამენტს მოუწია სასამართლოს პირველი ინსტანციის განაჩენის გაუქმება და როგორმე საქმის მიჩქმალვა მოლაპარაკების გზით.

ფრანგების სიმპათიები "დაჩაგრული" დრამატურგის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა მისი ორი კომედიის ("სევილიელი დალაქი" (1775) და "ფიგაროს ქორწინება" (1784) წარმოდგენის შემდეგ. ბომარშე საფრანგეთის უსაყვარლესი მწერალი გახდა. ორივე პიესა რევოლუციონერულ ხასიათს ატარებდა და ის ოვაციები, რომელიც მათ დაიმსახურეს, ნათელი მაგალითი იყო იმისა, რომ საფრანგეთის ისტორიაში რადიკალურ ცვლილებების ჟამი დადგა. "ფიგაროს ქორწინება" 100–ჯერ დაიდგა ზედიზედ თეატრის სცენაზე.

როცა დაიწყო ომი აშშ–ს დამოუკიდებლობისთვის, ბომარშემ თავად იზრუნა იმაზე, რომ აჯანყებულებისთვის საომარი საქონელი მიეწოდებინა და ამით მან მილიონები იშოვა.

1781 წელს ბომარშეს წინაარმდეგ კვლავ დაიწყო სასამართლო პროცესი, ამჟამად პირადი ხასიათის, კერძოდ კი კორნმანის ცოლის გამო. მან კვლავ სცადა "მემუარების" გამოცემა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პროცესი მოიგო, ხალხის მხარდაჭერით ვერ ისარგებლა. მეტიც მისმა ახალმა კომედიამ "La mère coupable" (1792), რომელიც "ფიგაროსთან" მჭიდრო კავშირში იყო, პუბლიკისგან ცივი შეხვედრა დაიმსახურა. დაიწყო ბომარშეს პოპულარობის დაღმასვლა.

ვოლტერის თხზულებათა ძვირფასმა გამოცემამ, მიუხედავად მასზე, ბომარშეს მხრივ, დახარჯული დიდი თანხებისა მეცენატს დიდი ზარალი მოუტანა. დიდი თანხა წააგო ასევე 1792 წელს, როცა მან თავის თავზე აიღო 60000 თოფის ჩამოტანა რესპუბლიკური არმიისთვის. მას მოუწია გაქცევა ჯერ ლონდონში, შემდგომ კი ჰამბურგში. საფრანგეთში 1796 წელს დაბრუნდა, მაგრამ ხალხის სიმპათიები ვერ მან და ვეღარც მისმა ნაწარმოებებმა ვეღარ დაიმსახურა.

ბომარშე გარდაიცვალა 1799 წლის 18 მაისს. დაკრძალულია პარიზის პერ ლაშეზის სასაფლაოზე.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: