ივ მონტანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ივ მონტანი
Yves Montand Cannes.jpg
დაბ. სახელი ივო ლივი
დაბ. ადგილი მონსუმანო ალტო, იტალია
დაბ. თარიღი 13 ოქტომბერი, 1921
გარდ. თარიღი 9 ნოემბერი, 1991
პროვანსი, საფრანგეთი
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი
წლები 1946-1991

ივ მონტანი (ფრანგ. Yves Montand, ნამდვილი სახელი ივო ლივი; დ. 13 ოქტომბერი, 1921 – გ. 9 ნოემბერი, 1991) — იტალიური წარმოშობის ფრანგი მსახიობი და მომღერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა იტალიის ქალაქ მონსუმანო ალტოში. დაბადებიდან რამდენიმე თვეში მონტანის ოჯახი იტალიიდან საფრანგეთში გადადის საცხოვრებლად. მონტანი მარსელში გაიზარდა, სადაც ახალგაზრდობაში მისი დის სადალაქოში მუშაობდა, მოგვიანებით კი დოკერად, ქალაქის პორტში. შოუ-ბიზნესში კარიერა მიუზიკ-ჰოლის მომღერლად დაიწყო. 1944 წელს ედიტ პიაფმა აღმოაჩინა პარიზში და საკუთარ დასშო აიყვანა, და მისი მენტორი და საყვარელი იყო.

მონტანს საერთაშორისო აღიარება მრავალრიცხოვან ფილმებში გადაღებულმა როლებმა მოუტანა. 1951 წელს ცოლად ირთავს მსახიობ სიმონა სინიორეს, რის შემდეგაც ისინი ერთობლივად მონაწილეობენ რამდენიმე ფილმში მთელი კარიერის განმავლობაში. ქორწინება საკმაოდ ჰარმონიული იყო და სიმონის გარდაცვალებამდე გრძელდებოდა (1985), მიუხედავად მონტანის გახმაურებული სასიყვარულო ურთიერთობებისა, მათ შორის მერილინ მონროსთან, რომელთ ერთადაც მონტანს მონროს ერთ-ერთ ბოლო ფილმში, "Let's make Love", აქვს როლი შესრულებული.

1986 წელს, იმ დროს როდესაც მისი პოპულარობა მნიშვნელოვნდა დაცემული იყო, 65 წლის მონტანი ასრულებს მის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო როლებს ორ-ნაწილიან ფილმში: "ჟან დე ფლორეტი", ჟერარ დეპარდიესთან ერთად, და "მანონ დე სორსი", ემანუელა ბეართან. ფილმმა მსოფლიო კრიტიკოსთა უმაღლესი შეფასება მიიღო და მონტანის პოპულარობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

მისი ერთადერთი შვილი, ვალენტინ მონტანი, მისი თანაშემწის კეროლ ამიელის ვაჟი, 1988 წელს დაიბადა. ცხოვრების ბოლო წლებში პროვანსში ცხოვრობდა. დაკრძალულია პერ-ლაშეზის სასაფლაოზე, პარიზში, საფრანგეთი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

წელი ქართულად ორიგინალური სახელწოდება როლი
1953 შიშის საფასური Le Salaire de la Peur მარიო
1961 გიყვართ ბრამსი? Aimez-vous Brahms? როჟე
1969 ძეტა Z გრიგორის ლამბრაკისი
1986 ჟან დე ფლორეტი Jean de Florette სეზარ სუბერანი
1986 მანონი წყაროდან Manon des sources სეზარ სუბერანი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: