მარია კალასი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარია კალასი
Μαρία Καλογεροπούλου
Maria Callas.2.JPG
მარია კალასის ფოტო
სახელი დაბადებისას

მარია კალოსეპულოს

მოღვაწეობა

მომღერალი

ბიოგრაფიული ცნობები
დაბადების თარიღი

2 დეკემბერი, 1923

გარდაცვალების თარიღი

16 სექტემბერი, 1977

მოქალაქეობა

აშშ


მარია კალასი (Maria Callas; ბერძნული სახელი: მარია ანა სოფია სესილია კალოგეროპულოსი — Μαρία Καλογεροπούλου). (დ. 2 დეკემბერი 1923 — გ. 16 სექტემბერი 1977ოპერის მომღერალი).

[რედაქტირება] ბიოგრაფია

მარია კალასი დაიბადა ნიუ იორკში ბერძენ ემიგრანტთა ოჯახში. 1936 წელს მარიას დედა – ევანგელია, ბრუნდება ათენში ქალიშვილის მუსიკალური განათლების გასაგრძელებლად. 14 წლის ასაკში მარია სწავლას იწყებს ათენის კონსერვატორიაში ყოფილი ესპანელი მომღერლის ელვირა დე იდალგოს ხელმძღვანელობით.

1941 წლის ივლისში, გერმანელების მიერ ოკუპირებულ ათენში შედგა მარია კალასის დებიუტი ათენის ოპერის თეატრში ტოსკას პარტიაში.

1945 წელს მარია კალასი დაბრუნდა ნიუ–იორკში. დაიწყო წარუმატებლობები: იგი არ გააცნეს არტურო ტოსკანინის, სიმსუქნის გამო უარი თქვა მეტროპოლიტენ–ოპერაში ჩიო–ჩიო–სანის პარტიის შესრულებაზე, ჩიკაგოში ჩაიშალა "ლირიული ოპერის" აღორძინება, სადაც იგი იმედოვნებდა მონაწილეობას.

1947 წელს მარია კალასი ხვდება ტულიო სერაფინს. მასთან შეხვედრამ მნიშვნელოვნად შეცვალა მომღერლის ცხოვრება. სერაფინს მარია დიდი ოპერის სცენაზე გაჰყავს. პირველმა პარტიებმა ჯუზეპე ვერდის აიდაში და ბელინის ნორმაში 1948 წელს, ერთი კვირის შემდეგ კი ვოკალურად შეუთავსებადი პარტიები ბრუნჰილდასი ვაგნერის "ვალკირიებში" და ელვირასი ბელინის "პურიტანელებში" შექმნეს მარია კალასის შემოქმედებითი ფენომენი. იგი ასრულებდა როგორც ლირიულ, ასევე დრამატულ და კოლორატულ პარტიებს, რაც ერთის მხრივ ფენომენური იყო ("ოთხი ხმა ერთ ყელში" – ასე ახასითებდნენ მას), მეორეს მხრივ კი დამღუპველი იყო მისი უნიკალური ხმისთვის.

1949 წელს მარია კალასი ქორწინდება ჯოვანი მენეგინიზე და გასტროლებზე მიემგზავრება სამხრეთ ამერიკაში. 1950 წელს პირველად გამოდის ლა სკალას სცენაზე და გარდაიქმნება "იტალიელ პრიმადონათა დედოფლად".

1953 წელს ფირმა EMI გამოსცემს კალასის შესრულებით ოპერების სრულ კრებულს.

იმავე წელს მარია 30 კილოგრამით იკლებს წონას. წლების მანძილზე მარია ცდილობდა ლამის სილამაზის ეტალონად ქცეულ ოდრი ჰეპბერნს დამსგავსებოდა, და არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი კალასი ცოტა ხანში პოდიუმის მოდელს დაემსგავსა. გარდასახული კალასი მსოფლიოს პუბლიკას იპყრობს ოპერებში: ლუჩია დი ლამერმური, ნორმა, მედეა, მაკბეტი, ტოსკა.

მარია კალასის ტრიუმფალური სვლა 1959 წელს ჩერდება. ხმის დაკარგვამ, სკანდალებმა, განქორწინებამ, მეტროპოლიტენ–ოპერასთან განშორებამ, ლა სკალის იძულებითმა დატოვებამ, უიღბლო სიყვარულმა არისტოტელე ონასისთან, ბავშვის დაკარგვამ – საბოლოოდ გატეხა იგი. 1964 წელს სცენაზე დაბრუნება სრული ფიასკოთი სრულდება.

სიცოცხლის ბოლო წლები მარია კალასი პარიზში ცხოვრობდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1977 წელს. იგი ჯერ კრემირებულ, შემდგომ კი დაკრძალულ იქნა პერ ლაშეზის სასაფალოზე. მოგვიანებით ანდერძის თანახმად მისი ფერფლი ეგეოსის ზღვას მოჰფინეს.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე