ანრი ბარბიუსი
![]() |
|
| დაბადების თარიღი | 17 მაისი, 1873 |
|---|---|
| დაბადების ადგილი | ანერ-სურ-სენი, საფრანგეთი |
| გარდაცვალების თარიღი | 30 აგვისტო, 1935 |
| გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი, რუსეთი |
| საქმიანობა | ჟურნალისტი, ნოველისტი |
| ეროვნება | ფრანგი |
| ჟანრი | 1917–1935 |
| თემატიკა | პირველი მსოფლიო ომი, კომუნიზმი |
| მიმდინარეობა | რეალიზმი |
| Magnum opus | ცეცხლის ქვეშ |
|
გავლენა მოახდინეს
|
|
|
გავლენა მოახდინა
|
|
ანრი ბარბიუსი (ფრანგ. Henri Barbusse; დ. 17 მაისი, 1873 - 30 აგვისტო, 1935) იყო ფრანგი ნოველისტი და საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრი.
სექციების სია |
ბიოგრაფია[რედაქტირება]
ანრი ბარბიუსი დაიბადა 1873 წლის 17 მაისს ანერ-სურ-სენში, საფრანგეთი. სორბონის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 1895 წელს გამოსცა პესიმიზმით აღსავსე ლექსების კრებული "მოტირალნი". 1908 წელს გამოცემულმა რომანმა "ჯოჯოხეთი" დიდი ინტერესი გამოიწვია ორიგინალური კომპოზიციითა და ძლიერი რიტმით. რომანის მთელი მოქმედება სასტუმროს ოთახშე ხდება და ნატურალისტური დეტალებით არის გადატვირთული. ამ რომანით უკვე ჩანს, რომ ბარბიუსი დეკადენტულ გავლენას იცილებს და რეალიზმის პოზიციებზე დგება, რაც კიდევ უფრო ნათლად ჩანს ნოველათა მომდევნო კრებულში "ჩვენ".
1914-18 წლის ომმა ძირფესვიანად გარდაქმნა ბარბიუსის მსოფლმხედველობა. მწერალი ომში მონაწილეობდა და პირადი გამოცდილება დაუდო საფუძვლად ცნობილ რომანს "ცეცხლი", რომელმაც სანგრებში წერდა და ფრანგულ გაზეთებში აქვეყნებდა. ამ რომანმა 1916 წელს გონკურის პრემია დაიმსახურა.
ომის შემდეგ ბარბიუსი დიდ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა და ჩამოაყალიბა საერთაშორისო ჯგუფი "სინათლე". 1919 წელს გამოაქვეყნა წიგნები: "სინათლე" და "ვინც იყო, იქნება". ბარბიუსი აღფრთოვანებით შეხვდა ოქტომბრის რევოლუციას და მიუძრვნა მას სტატია - "სხივი უფსკნულში". ბარბიუსი ავტორია მრავალრიცხოვანი პუბლიცისტიკური, პოლიტიკური და პამფლეტური ხასიათის წერილებისა, როგორიცაა "ჯალათები", "მებრძოლის სიტყვა" და სხვა.
ბარბიუსი რამდენჯერმე იყო სსრკ-ში. დაწერილი აქვს წიგნები: "აი, რა გაკეთდა საქართველოში", "რუსეთი", "დანით კბილებში". "სტალინი" და სხვა. იგი ავტორია წერილებისა ფრანგულ ლიტერატურაზე. მასვე ეკუთვნის მონოგრაფია ემილ ზოლას შესახებ.
ბარბიუსი გარდაიცვალა 1935 წლის 30 აგვისტოს ქალაქ მოსკოვში, რუსეთი.
ნამუშევრები[რედაქტირება]
- 1908 – L'enfer; ქართულად: ჯოჯოხეთი (ნოველა)
- 1917 – Le feu; ქართულად: ვევხლის ქვეშ (ნოველა)
- 1921 – Le couteau entre les dents; ქართულად: დანით კბილებში (ნოველა)
- 1923 – Esperantista Laboristo; ქართულად: ესპერანტისრული მომუშავე (საგაზეთო სტატია)
- 1930 – Manifeste aux intellectuels; ქართულად: ამაღლებები (ნოველა)
- 1936 – Staline: Un monde nouveau vu à travers un homme; ქართულად: სტალინი: მის მიერ დანახული ახალი მსოფლიო (ბიოგრაფია)
ლიტერატურა[რედაქტირება]
- ფრანგული ნოველა ორ ტომად – ტომი II; "საბჭოთა საქართველო", 1976; გვ: 550.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- ანრი ბარბიუსი - ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“ (ინგლისური)
სტატიის 