გუსტავ დორე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გუსტავ დორე
Paul Gustave Doré
Doré by Nadar 1867 cropped.jpg
პოლ გუსტავ დორე. (ფელიკს ნადარის ფოტოგრაფია, 1867.)
სრული სახელი: პოლ გუსტავ დორე
დაიბადა: 1832 წლის 6 იანვარს,
სტრასბურგში
გარდაიცვალა: 1883 წლის 23 იანვარს,
პარიზში
ეროვნება: საფრანგეთის დროშა ფრანგი
სფერო: ისტორიული ფერწერა

პოლ გუსტავ დორე (ფრანგ. Paul Gustave Doré; 6 იანვარი 1832, სტრასბურგი — 23 იანვარი 1883, პარიზი) — ფრანგი აქაქი[1], ილუსტრატორი და ფერმწერი. დორე ძირითადად ხის გრავიურებზე მუშაობდა.

ცხოვრება და ხელოვნება[რედაქტირება]

გუსტავ დორე ხიდების მშენებლის, პიერ-ლუი-ქრისტეფორე დორეს ოჯახში დაიბადა, სტრასბურგში. მისი მხატვრული ნიჭი პატარაობიდანვე იწვევდა გარშემომყოფი ადამიანების გაოცებას, 10 წლის ასაკში შექმნა ილუსტრაციები დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიისთვის“, ხოლო 15 წლის ასაკში პირველად გამოქვეყდა მისი ილუსტრირებული ნაწარმოები. გარკვეული დროის შემდეგ, 1841 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად ბურში გადადის. ამ გადასვლამ დორეს სამხატვრო მოღვაწეობაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. 1847 წელს დორე დედასთან ერთად ხელახლა ამჯერად პარიზში გადადის, სადაც გუსტავი შარლემანის ლიცეუმში ირიცხება. შემდეგ ახალგაზრდა მხატვარი ჰერაკლეს გმირობების საკუთარი სერიებით, მიმართავს „ჟურნალ პურ რირ“-ის მთავარ რედაქტორს და სამუშაოზე ირიცხება, სადაც ხელფასად 5000 ფრანკს ღებულობს. იმავე წლის ბოლოს გამოქვეყნდა ლითოგრაფიის ალბომი „ჰერაკლეს გმირობები“, გამოცემაში მიეთითა, რომ ამ ლითოგრაფიის ავტორი იყო 15 წლის თვითნასწავლი მხატვარი, რომელმაც ისინი კლასიკური შტუდიის გარეშე შეასრულა.

ცნობილია, რომ მხატვარი თავის სამუშაო დღეს სამ ნაწიალდ ყოფდა: დილა ეთმობოდა გრაფიკას, შუადღე — ფერწერას, საღამო — ისევ გრაფიკას. დორემ მაინც ვერ შეძლო სამხატვრო განათლების მიღება, თუმცა დიდ დროს ატარებდა ლუვრში და ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც ნახატებსა და გრავიურებს შეისწავლიდა.

ნამუშევრების გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:


სქოლიო[რედაქტირება]