პიერ აბელარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბელარი და ელოიზი (XIV საუკუნე)

პიერ აბელარი (ფრანგ. Pierre Abélard; დ. 1079 — გ. 1142) — ფრანგი ფილოსოფოსი და თეოლოგი. უნივერსალიების ბუნების შესახებ შუა საკუნეების ფილოსოფოსთათვის დამახასიათებელ დავაში (რაშიც ვლინდება მატერიალიზმის იდეალიზმთან ბრძოლა) იზიარებდა მატერიალიზმთან ახლომდგომ კონცეპტუალიზმის იდეებს. მძაფრი პოლემიკა ჰქონდა სქოლასტიკურ რეალიზმთან (რეალიზმი შუასაუკუნეობრივი). აბელარის წიგნი „ჰო და არა“, რაშიც მოითხოვდა რელიგიური რწმენის შეზღუდვას გონებისეული საფუძვლებით, საეკლესიო ავტორიტეტების მსჯელობებში შეუთავსებელ წინააღმდეგობებს ააშკარავებდა, რასაც პროგრესული მნიშვნელობა ჰქონდა. აბელარის შეხედულებები, როგორც ერეტიკული, დაგმო კათოლიკურმა ეკლესიამ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ფილოსოფიური ლექსიკონი. თბილისი 1987