მაგნიტუდა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიწისძვრის მაგნიტუდა - ერთეული, ემერგიის მახასიათებელი, რომელიც მიწისძვრის დროს გამოიყო სეისმიური ტალღების სახით. მაგნიტუდის პირველი შკალა 1935 წელს წარადგინა ამერიკელმა სეისმოლოგმა ჩარლზ რიხტერმა, ამიტომ ჩვეულებრივ მაგნიტუდას "რიხტერის შკალას" უწოდებენ.


გავრცელებული მცდარი აზრი[რედაქტირება]

რიხტერის შკალა მოიცავს პირობით ერთეულებს (1-დან 9-ს ჩათვლით) - მაგნიტუდებს, რომლებიც სეისმოგრაფის მიერ რეგისტრირებული ძვრით გამოითვლება. ამ შკალას ხშირად მიწისძვრის ძალის შეფასების შკალას აიგივებენ (12 ბალიანი), რომელიც დაფუძვნებულია მიწისძვრის გარე გავლენით (ადამიანზე გავლენა, შენობებზე, ცხოველებზე, საგნებსა და სხვა ობიექტებზე). როდესაც მიწისძვრა ივლენს თავს, ჯერ რეგისტრირდება მისი მაგნიტუდა, რომელიც სეისმოგრაფის მიერ იზომება, და არა ინტენსივობა, რომელიც გაირკვევა მოგვიანებით, როდესაც მიიღებენ ინფორმაციას მოვლენებზე.

სწორი გამოყენება: «მიწისძვრა მაგნიტუდით 6,0».

ძველი გამოყენება: «მიწისძვრა 6 ბალის სიმძლავრით რიხტერის შკალით».

არასწორი გამოყენება: «მიწისძვრა 6 ბალის მაგნიტუდით», «მიწისძვრა 6 ბალის მაგნიტუდით რიხტერის შკალით»

რიხტერის სკალა[რედაქტირება]

რიხტერმა მიწისძვრის სიძლიერს (მის ეპიცენტრში) ათვლისთვის მეცნიერებს შესთავაზა ნემსას გადაადგილების ათობითი ლოგარითმი (მიკრომეტრებში) სტანდარტულ სეისმოგრაფში, რომელიც ეპიცენტრიდან 600 კილომეტრამდეა დაშორებული: M_L = \lg A + f, სადაც f — მაკორექტირებელი ფუნქცია, რომელიც გამოითვლება ცხრილით, ეპიცენტრიდან დაშორებასთან დამოკიდებულებაში. მიწისძვრის ენერგია დაახლოებით პროპორციულია A^{3/2}, , ე.ი. მაგნიტუდის გაზრდა 1 ნიშნულით შეესაბამება ამპლიტუდის ზრდას 10-ჯერ და ენერგიის გაზრდას 32-ჯერ.

ამ შკალას გააჩნდა მნიშნელოვანი ნაკლები:

  • გრადუირებისტვის რიხტერი იყენებდა სამხრეთ კალიფორნიის მცირე და საშუალო მიწისძვრებს, რომლების კერის დაბალი სირღმით გამოირჩევა.
  • აპარატული შეზღუდვების გამო რიხტერის შკალა 6,8 ნიშნულით იზღუდებოდა.
  • გაზომვის შეთავაზებული ხერხი აღრიცხავდა მხოლოდ ზედაპირულ ტალღებს, როდესაც მიწისძვრები სირღმეში ენერგიის უმეტესობა სივრცული ტალღით გამოიყოფოდა.

რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში რიხტერის შკალა დაიხვეწა. ამ მომენტისთვის არსებობს რამდენიმე შკალის წარმოშობილი, უმთავრესები მათ შორის არიან:

სივრცული ტალღების მაგნიტუდა

m_b = \lg (A/T) + Q(D,h),

სადაც A — მიწის რხევის ამპლიტუდა (მიკრომეტრებში), T — ტალღის პეროიდი (წამებში), და Q — კორექცია, რომელიც ეპიცენტრიდან მანძილს D და კერის სირღმეს h ასახავს.

M_s = \lg (A/T) + 1,66 \lg D + 3,30.

ეს შკალები ვერ მუშაობა ძლიერ მიწისძვრებთან. მისი პიკია - 8M.

სეისმური მომენტი და კანამორის შკალა[რედაქტირება]

1977 წელს სეისმოლოგმა ჰირო კანამორიმ წარადგინა მიწისძვრის ინტენსივობის პრინციპიალურად განსხვავებული შეფასება, რომელიც დაფუძვნებულია "სეისმიური მომენტის" მცნებაზე.

სეისმიური მომენტი განისაზღვრება როგორც M_0 = \mu S u\,\!, სადაც

  • μ — მთის ძვრის მოდული, დაახლოებით 30 გპა;
  • S — ფართი, რომელზეც ბზარებია შემჩნეული;
  • u — საშუალო ზვრა ბზარების გასწვრივ.

ასე რომ, სი-ს ერთეულებში სეისმური მომენტის ზომა Pa × м² × м = Н × м.

მაგნიტუდა კანამორის მიხედვით განისაზღვრება როგროც

M_W = {2 \over 3} (\lg M_0 - 16,1), სადაც M0 — სეისმური მომენტია, რომელიც გამოიხატება Н × м.

კანამორის შკალა კარგად ეხამება ადრინდელ შკალებს, როდესაც 3 < M < 7 და საუკეთესოა ძლიერი მიწისძვრების შესაფასებლად.

მიწისძვრის ენერგია[რედაქტირება]

გაზომვის რამდენიმე განსხვავებული სახეობა გვაძლევს იდეალურთან მიახლოვებულ ენერგეტიკულ შკალას:

M = {2 \over 3} (\lg E - 11{,}8),

სადაც E — მიწისძვრის ენერგია ჯოულებში.

სეისმური ენერგია, რომელიც 1 მეგატონის ბირთვული აფეთქებისას გამოიყოფა, 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრის ექვივალენტურია. აღსანიშნავია რომ აფეთქების ენერგიის მცირე ნეწილი გარდაიქმნება სეისმურ რხევებში.

განსხვავებული მაგნიტუდის მიწისძვრების სიხშირე[რედაქტირება]

ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით:

  • 1 მიწისძვრა 8,0 ან მეტი მაგნიტუდის ხდება;
  • 10 — მაგნიტუდის 7,0—7,9;
  • 100 —მაგნიტუდის 6,0—6,9;
  • 1000 — მაგნიტუდის 5,0—5,9.


სქოლიო[რედაქტირება]