ერთდღიურები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ერთდღიურები
Cloeon dipterum
Cloeon dipterum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფეხსახსრიანები
კლასი: მწერები
რიგი: ერთდღიურები
ლათინური სახელი
Ephemeroptera

ერთდღიურები (Ephemeroptera), მწერების რიგი 2 მმ-იდან 4 სმ-მდე სიგრძის რბილი წაგრძელებული სხეულის ბოლოზე აქვთ წყვილი გრძელი გვერდითი ცერკები და ერთი შუა პარაცერკი, რომელიც ზოგჯერ ძალიან მოკლეა. პირის ორგანოები რედუცირებულია. ნაწლავი საჰაერო ბუშტად არის გარდაქმნილი. უკანა ფრთები წინაზე მოკლე ან სრულიად განუვითარებელია. კვერცხებს წყალში დებენ. მატლის განვითარება 1-3 წელს გრძელდება. განვითარება დამთავრებული მატლიდან გამოდის სქესმოუმწიფელები სუბიმაგო, რომელიც კანს იცვლის და სქესმწიფე იმაგოდ გარდაიქმნება, ერთდღიურები ცოცხლობენ ცოტა ხანს - რამდენიმე საათიდან ერთ ან რამდენიმე დღემდე. რიგში 23 ოჯახია (2 ათასზე მეტი სახეობა). ბინადრობენ მტკნარ წყალსაყევებში. ერთდღიურების მატლებით მრავალი სარეწაო თევზი იკვებება. ნამარხ ერთდღიურებს დიდი მნიშვნელობა აქვთ ბიოსტატიგრაფიისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 4, გვ. 184, თბ., 1979