ლევ ლანდაუ

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლევ ლანდაუ
Landau3.jpg
ლევ ლანდაუ
დაბადების თარიღი:

9 იანვარი/22 იანვარი 1908

დაბადების ადგილი:

ბაქო, აზერბაიჯანი

გარდაცვალების თარიღი:

1 აპრილი 1968

გარდაცვალების ადგილი:

მოსკოვი, რუსეთი

ჯილდოები და პრემიები:

ფიზიკის დარგში ნობელის პრემია 1962 წელს

ლევ დავითის ძე ლანდაუ (რუს. Ландау, Лев Давидович; დ. 9 იანვარი/22 იანვარი 1908, ბაქო — გ. 1 აპრილი 1968, მოსკოვი) — რუსი ფიზიკოსი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946). სოციალისტური შრომის გმირი (1954).

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტი (1927). შემდეგ სწავლობდა ლენინგრადის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1927 წელს მივლინებული იყო დანიაში (ნილოს ბორთან), ინგლისსა და შვეიცარიაში.

  • 1932 წელს ხელმძღვანელობდა უკრაინის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის თეორიული განყოფილებას ხარკოვში;
  • 1937 წლიდან მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის პრობლემათა ინსტიტუტში;
  • 1947 წლიდან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 1930 წელს შექმნა ლითონთა ელექტრონული დიამაგნეტიზმის თეორია (ლანდაუს დიამაგნეტიზმი);
  • 1937 წელს ჩამოაყალიბა მეორე გვარის ფაზური გადასვლების ზოგადი თეორია, ხოლო - 1941 წელს თხევადი ჰელიუმის ზედენადობის თეორია;
  • 1956 წელს შემოიღო კომბინირებული ლუწობის ცნება.

შექმნა ორკომპონენტიანი ნეიტრინოს თეორია (1957). 1940-1965 წწ. ე. ლიფშიცთან ერთად გამოაქვეყნა თეორიული ფიზიკის თეორიული კურსი (ლენინური პრემია). ლანდაუმ შექმნა ფიზიკოს-თეორეტიკოსთა სკოლა. მის მოწაფეთა შორის იყვნენ: ი. პომერანჩუკი, ა. მიგდალი, ი. ლიფშიცი, ა. აბრიკოსოვი, ე. ლიფშიცი, ი. ხალატნიკოვი, გ. ხუციშვილი და სხვ. ლანდაუს სახელი ეწოდა სსრკ მეცნირებათა აკადემიის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტს. სსრკ სახელმწიფო პრემიები (1946, 1949, 1953). ნობელის პრემია (1962).

მსოფლიოს მრავალი მეცნიერებათა აკადემიის წევრი (აშშ, დანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდი). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, ორი სხვა ორდენით, აგრეთვე მედლებით.

[რედაქტირება] თხზულება

  • Собр. трудов, т. 1—2, М., 1969.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 6, გვ. 119, თბ., 1983;
  • Абрикосов А. А., Академик Л. Д. Ландау, М., 1965;
  • Гинзбург В. Л., Лев Давидович Ландау (к 60-летию со дня рождения), "Успехи физических наук", 1968, т. 94, в. 1;
  • Лифшиц Е. М., История открытия и объяснения сверхтекучести жидкого гелия (К 60-летию академика Л. Д. Ландау), "Природа", 1968, № 1.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე