მარი გელ-მანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარი გელ-მანი

მარი გელ-მანი (ინგლ. Murray Gell-Mann; დ. 15 სექტემბერი, 1929, ნიუ-იორკი) — ამერიკელი ფიზიკოსი. დაამთავრა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (1951). ჩიკაგოს ე. ფერმის სახელობის ბირთვულ გამოკვლევათა ინსტიტუტის პროფესორი (1953-დან). უმთავრესი შრომები აქვს ველის კვანტურ თეორიაში, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, ბირთვულ ფიზიკაში. ავტორია ფუნდამენტური შრომებისა ელემენტარული ნაწილაკების სისტემატიკაში. 1969 წელს მიენიჭა ნობელის პრემია.

ლიტერატურა[რედაქტირება]