ძველი ქართული ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძველი ქართული ენა
გავრცელებულია საქართველო
მოლაპარაკეთა რაოდენობა
ოფიციალური სტატუსი საქართველო
ლინგვისტური კლასიფიკაცია ქართველური ენები
დამწერლობის სისტემა ქართული დამწერლობა (ასომთავრული, ნუსხური)
ენის კოდები ISO 639-3: oge

ძველი ქართული ენათანამედროვე ქართულის წინამორბედი ენა. გულისხმობს უძველესი წერილობითი ძეგლების ენას V საუკუნიდან XI საუკუნის ჩათვლით. XII საუკუნიდან XVIII-მდე არსებულ ქართულ ენას საშუალი ქართული ეწოდება. ძველი ქართული ენის საშუალ ქართულად შეცვლა თანდათანობით მოხდა, ამიტომ მათ შორის მკაფიო ზღვარის გავლება შეუძლებელია და დროის მიხედვით დაყოფა პირობითია.

ფონეტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანხმოვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველ ქართულ ენაში 29 თანხმოვანი იყო (ჲ-სა და უ̂-ს ჩაუთვლელად).

(ხარი, ჴარი) იყო ხახისმიერი (ფარინგალური) ყრუ ფშვინვიერი ბგერა, რომელიც ზოგიერთ კილოში კიდევაა შენახული, მაგალითად ფშაურში, ხევსურულში გრემ-საბუე-ენისელში და სხვაგანაც. ყველა სიტყვაში, სადაც იხმარებოდა, სალიტერატურო ენაში შეენაცვლა ; გვქონდა: ელი, მული, მარი, ა, ორცი, ვენაი და სხვა, ახლა კი გვაქვს: ხელი, მუხლი, მხარი, ხახა, ხორცი, ვენახი.

ძველი ქართულისა და ახალი ქართულის თანხმოვნების გამოთქმებს შორის მსგავსება დიდია. ენისთვის დამახასიათებელია ჰარმონიული ჯგუფების შექმნა. როდესაც ორი თანხმოვანი ხვდება ერთად, ხშირად ხდება ასიმილაცია და თანაბრდება მათი ჟღერადობა მაგალითად "ტეხს ზმნის ფუძეში — ტეხ, იკარგება ორ თანხმოვანს შორის მყოფი ხმოვანი და რჩება ტხ, რომელიც ასიმილირდება და მიიღება ტყ (ტყდება).

ხმოვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი ქართულის ხმოვნების წარმოთქმაც თითქმის ანალოგიურია ახალისა.

წინა ცენტრალური უკანა
დახურული
საშუალო
ღია

ძველ ქართულს გააჩნია ხუთი ხმოვანი , , , და და ორი ნახევარხმოვანი და უ̂.

ჲოტას მარცვალი არ გააჩნია, მაგალითად სიტყვაში დედაჲ, ბოლოკიდური მარცვალი არის აჲ და არა . წარმოითქმის ენის შუა ნაწილის მიახლოებით შუა სასასთან. თუ ეს მიახლოება იმდენად დიდია, რომ გამომავალი ჰაერის ერთგვარ დაბრკოლებას წარმოადგენს, მაშინ მას სპირანტული ხასიათი ექნება.

ძველ ქართულ ენაში ბგერით დაბოლოებული დიფტონგიც ხშირად ერთ მარცვლად გამოითქმოდა და უ მოკლდებოდა. მაგალითად სიტყვაში ენი უ მოკლეა. ასეთი უ-სათვის ანბანში ასო არ მოიპოვებოდა. მისი აღნიშვნა მხოლოდ ერეკლე მეფის დროს ანტონ კათალიკოსის გავლენით შემოიღეს — უ̂, რომელსაც „უ-ბრჯგუთი“ ან უბრალოდ „უ-ბრჯგუ“ უწოდეს.

ასო (ჰე, ე-მერვე) ძველ ქართულ ენაში იხმარებოდა „ეჲ“ კომბინაციის ნაცვლად. მაგალითად:

ქრისტეჲ — ქრისტ
მთვარეჲ — მთვარ

(ვიე) გამოხატავდა დიფთონგს, რომლის პირველი ნაწილი უმარცვლო არის, მეორე კი — მარცვლიანი . ძველი ქართული ტექსტების დღევანდელი ასოებით ბეჭვდის დროს, სხვა ნიშნის უქონლობის გამო, იგივე ასოა გამოყენებული უმარცვლო -სა და უფრო ხშირად -სა და -ს შუა მდებარე ხმოვნის გადმოსაცემად.

(ოჰ, ჰოე) თავდაპირველად იყო დახურული , დიფთონგისებრი ხასიათისა (დაახლოებით ოუ̂). შემდგომში მას კითხულობდნენ როგორც ოჲ, ჰოჲ.

გრამატიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მორფოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრუნვა მხოლობითი ებ-იანი მრ. რ. ნარ-თანიანი
წრფ.  — -ებ
სახ. -ი / ჲ -ებ-ი -ნ-ი
მოთ. -მან -ებ-მან -თ(ა)
მიც. -სა -ებ-სა -თ(ა)
ნათ. -ისა / -ჲსა -ებ-ისა -თ(ა)
მოქ. -ითა / -ჲთა -ებ-ითა  —
ვით. -ად / დ -ებ-ად  —
წოდ. -ო -ებ-ო -ნ-ო

ძველ ქართულში, ისევე როგორც ახალში არ იყო გენდერული კლასები. ენაში იყო 8 ბრუნვა: წრფელობითი, სახელობითი, მოთხრობითი, მიცემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი ვითარებითი და წოდებითი. მრავლობითის ბრუნებას ორი ფორმა ჰქონდა — „ებიანი“ და „ნარ-თანიანი“, რომელთაგანაც ნარ-თანიანი უფრო გავრცელებული და მიღებული იყო, ებიანი კი მასთან შედარებით XI საუკუნემდე შედარებით ნაკლებად გამოიყენებოდა. ნართანიან მრავლობითს ხუთი ბრუნვა ეწარმოება, დანარჩენი სამის, წრფელობითის, მოქმედებითისა და ვითარებითის ნართანიანი ფორმები არ გვხვდება. სახელობითსა და წოდებითში აწარმოებს მრავლობითის ნიშანი , დანარჩენ ბრუნვებში კი – . ებ–იან მრავლობითს ყველა ბრუნვა ეწარმოებოდა, თუმცა ძირითადად იგი წრფელობითის ფორმაში გვხვდება.

წოდებით ბრუნვას აძლიერებს და ხშირად მიმართვას წინ უძღვის შორისდებული ; მაგალითად: ჵ საწყალობელო!

საზოგადო სახელთა ბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოლოთანხმოვნიანი ფუძეების მქონე სახელები წრფელობით ბრუნვაში ნიშანს არ დაირთავდნენ, სახელობითში ჰქონდათ – ბრუნვის ნიშანი, მოთხრობითში — –მან, მიცემითში — –(ა), ნათესაობითში — –ის(ა), მოქმედებითში — –ით(ა), ვითარებითში — –ად, წოდებითში — –.

ა–ფუძიანი სახელების ბრუნებაც ანალოგიურად ხდებოდა. განსხვავება მხოლოდ სახელობითის ნიშანში იყო – –; გარდა ამისა, ა–ფუძიანი საზოგადო სახელები ნათესაობითსა და მოქმედებითში არასრული ფუძით გვხვდებიან, იკვეცებიან და ბოლოკიდურ "" იშორებენ.

ო– და უ–ფუძიანი სახელების ბრუნვის ნიშნებიც იგივეა, რაც ბოლოთანხმოვნიანებისა. განსხვავება მხოლოდ სამ ბრუნვაშია: სახელობითი — –, ნათესაობითი — –ჲს(ა), მოქმედებითი — –ჲთ(ა).

შედარებით განსხვავებულია –სა და უმარცვლო უ̂–ზე გათავებული სახელების ბრუნება. ე–ფუძიან სახელებში ბრუნვის ნიშნები იგივეა, რაც ა–ფუძიანში, მოქმედებს ასევე ორ ბრუნვაში შეკვეცის წესიც, თუმცა სახელობით ბრუნვაში, ნაცვლად სიტყვის ბოლოში თავმოყრილი ეჲ ჯგუფისა ჩნდება ; მაგალითად: ძ, მთოვარ, მხარ... უ̂–ზე გათავებული სახელების ბრუნებისას, სამ ბრუნვაში (სახელობითში, ნათესაობითსა და მოქმედებითში) თავს იყრის უ̂ი ჯგუფი, რომელსაც ცვლის ერთი ასო – ჳ. მაგალითად: ნაძჳ, ნაძჳ–(ა), ნაძჳ–(ა) (ფუძე – ნაძუ̂), ღაწჳ, ღაწჳ–(ა), ღაწჳ–(ა) (ფუძე – ღაწუ̂).

საკუთარ სახელთა ბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველ ქართულში ადამიანთა საკუთარი სახელების ბრუნება განსხვავდებოდა საზოგადო სახელთა ბრუნებისაგან. წრფელობითში, სახელობითსში, მოთხრობითსა და წოდებითში ბრუნვის ნიშნებს არ დაირთავენ და ფუძის სახით არიან წარმოდგენილი, დანარჩენ ბრუნვებში კი ნიშნები იგივეა, რაც საზოგადო სახელებში. მიცემითი, ნათესაობითსა და მოქმედებითში არ დაერთვის სავრცობი . საკუთარ სახელებს, ისევე როგორც თანამედროვე ქართულ ენაში, მრავლობითი სიცხვი არ გააჩნდა.

წრფ.
სახ.
მოთ.
მიც.
ნათ.
მოქ.
ვით.
წოდ.
დავით
დავით
დავით
დავით–
დავით–ის
დავით–ით
დავით–ად
დავით!
ელენე
ელენე
ელენე
ელენე–
ელენჱ–
ელენჱ–
ელენე–ად
ელენე!
ჰაბო
ჰაბო
ჰაბო
ჰაბო–
ჰაბო–ჲს
ჰაბო–ჲთ
ჰაბო–
ჰაბო!

ზმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზმნების წარმოების თვალსაზრისით ძველი ქართული ენა დღევანდელისაგან მკვეთრად განსხვავდებოდა. პირველი სუბიექტური პირის ნიშანი იყო (როგორც დღეს). იგი არ იწერებოდა და არ გამოითქმოდა ხმოვნის წინ. მაგალითად ითქმოდა და იწერებოდა მე უთხარ (და არა მე უთხარ). ნიშანი დაკარგულია ვალ, ვედ და ვიდ ფუძის ზმნებშიც: მივალ, მოვედ (და არა მივვალ, მოვვედ).

მეორე სუბიექტური პირის ნიშანი ხანმეტ ძეგლებში არის პრეფიქსი (–იხილე, –ჭამე, –უთხარ). მოგვიანებით ზოგან –მ შეცვალა, ზოგან კი –მ. მეორე პირის წართქმითი ბრძანებითის ფორმას ნიშანი არ ჰქონდა: იხილე! ჭამე! უთხარ!

მესამე სუბიექტური პირის ნიშნები მხოლობითში ს, ა, ო და ბოლოსართებია (დგა–, იხილ–, აღაგ–, არ–, მოვედი–), ხოლო მრავლობითში – ენ, ან, ნ, ეს, და ედ (ადიდებ–ენ, იტყოდი–ან, ადიდებდე–, ჭამდ–ეს). მესამე სუბიექტური ნიშნები ძველ ქართულში ძირითადად იმით განსხვავდებიან თანამედროვესაგან, რომ ვნებითი გვარის ზმნებს აწმყოში ყოველთვის აქვთ მხოლობით რიცხვში (იმალები–, ტყდები–), ხოლო უწყვეტელის მრავლობითში მესამე სუბიექტურ პირს ყველანაირ ზმნაში ეს ბოლოსართი გამოხატავს (აშჱნებდ–ეს, იმღერდ–ეს...)

ვნებით გვარს ძველ ქართულ ენაში ბოლოსართი აწარმოებს: განრისხა, შეწუხა, დადუმა.

I ობიექტური პირის ნიშანი ადრინდელ ძეგლებში მრავლობითშიცა და მხოლობითშიც თავსართია: მომცა მე, მომცა ჩუენ. შემდგომში მრავლობითში "მ" თავსართს გუ ჩაენაცვლა და დამკვიდრდა: მოგუცა ჩუენ. "გუ" პრეფიქსიანი ფორმები ადრინდელ ძეგლებში იშვიათია. მე–2 ობიექტურ პირს ორივე რიცხვში პრეფიქსი აწარმოებდა: გნახა შენ, გნახნა თქუენ. მესამე პირდაპირობიექტურ პირს მე–2 სერიის ფორმებში ნიშანი არ ჰქონდა, ხოლო პირველი სერიის ზმნისწინიან ფორმებში ჰქონდა: ხანმეტ ძეგლებში, ხოლო ჰაემეტ ძეგლებში (მოხკლავს/მოჰკლავს, შეხკრებს/შეჰკრებს). IX საუკუნიდან ზოგიერთი თანხმოვნის წინ ნიშანი შეცვალა –მ (დასწერს, შესჭამს).

ზმნისწინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველ ქართულ ენაში არსებობდა შემდეგი ზმნისწინები:

საიქეთო: მი, და, აღ, გან, შე, წარ, გარდა, შთა, უკუნ

სააქეთო: მო, დამო, აღმო, გამო, შემო, წარმო, გარდამო, შთამო, უკუმო

სააქეთო ზმნისწინებიდან ყველა რთულფუძიანია, გარდა მო ზმნისწინისა. საიქეთოში რთულია გარდა (გარ–და) და შთა (შე–და), ხოლო დანარჩენები მარტივია. გარდა ამ ძირითადი ზმნისწინებისა, არსებობდა ასევე რთულფუძიანი მიმო, რომელიც აქეთ–იქით მოძრაობას გამოხატავდა. მიმო ზმნისწინი ზმნისწინიან ზმნებსაც დაერთვოდა: „მჴედრ მიმოდასდევდნინ“ [1] ძველ ქართულ ენაში ზმნისწინი ხშირად გამოეყოფა ზმნის ფუძეს და მათ შორის ნაწილაკი ან სრულმნიშვნელობიანი სიტყვა ჯდება: მო–ვინმე–ვიდეს, მი–რაჲ–იწია.

სინტაქსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. შუშანიკის წამება.