მთიულურ-გუდამაყრული დიალექტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მთიულურ-გუდამაყრული დიალექტიქართული ენის დიალექტი, რომელზედაც მეტყველებს საქართველოს ორი ისტორიულ-გეოგრაფიული კუთხის, მთიულეთისა და გუდამაყრის მოსახლეობა.

მთიულურ-გუდამაყრულ დიალექტში ორი კილოკავი გამოიყოფა. ისინი სუსტად ლოკალიზებულ გეოგრაფიულ სივრცეში არიან მოქცეული. მთიულურ და გუდამაყრულ კილოებს ძირითადად ინტონაცია განასხვავებს: მთიულურში მახვილი ფიქსირებულია სიტყვის ან რიტმიკული ჯგუფის ბოლოს (ბოლოდან მეორე მარცვალზე). რაც შეეხება გუდამაყრულს, აქ მახვილი ფიქსირებულია სიტყვის ან რიტმიკული ჯგუფის დასაწყისში. ამ მხრივ გუდამაყრული მთის სხვა კილოებთან ავლენს საერთოს. გუდამაყრულში მახვილიანი მარცვალი უმახვილოსაგან გამოირჩევა მაღალი ინტენსივობით, აგრეთვე ტონის სიმაღლით. მთიულურ-გუდამაყრულ დიალექტში, ისევე როგორც ქართული ენის სხვა დიალექტებში, ენობრივი მახვილი დაცულია ლექსშიც. მთიულურ-გუდამაყრულ დიალექტში შემონახულია ფონემა.

მთიულურ-გუდამაყრულ დიალექტში გვხვდება ნახევარხმოვანი , რომელიც პირისნიშნისეული -ს ან -ს ფონეტიკური ვარიანტია. იგი, შესაძლოა, ბრუნვის ნიშნისეული -ს დასუსტების შედეგიც იყოს მახვილიანი ხმოვნის მომდევნო პოზიციაში. შენარჩუნებულია -ავ თემისნიშნისეული -ს ადგილი სონორის შემცველ თანხმოვანთკომპლექსის მომდევნოდ ზმნის პირიან და უპირო ფორმებში. ხდება ხმოვნის გაჩენა (ჩართვა) სონორის შემცველ თანხმოვანთკომპლექსებში. მორფემის შიგნით დასტურდება ურთიერთსაპირისპირო მიმართულების პროცესები.

ზმნისწინთა სისტემაში დამახასიათებელია მა- ზმნისწინის გამოყენება I ობიექტურ პირში. ზმნაში - და - პრეფიქსით აღინიშნება III პირის მიცემითბრუნვიანი ობიექტი. მახვილი მთიულურ-გუდამაყრულ დიალექტში ვერ იწვევს ბოლოკიდური ხმოვნის კვეცას ან დავიწროებას. წყვეტილის ფორმა (დავწერე) და II ხოლმეობითი (დავწერი) სამივე პირში ინარჩუნებს საკუთარ ფორმას, რის გამოც არ ჩნდება მათი ურთიერთდამთხვევის საშიშროება. სწორედ ამიტომ არ ხდება ხოლმეობითის მწკრივის ფორმების -იდ ან -ოდ სუფიქსით გართულება. შეჩარჩუნებულია ძველი ქართულისებური ფორმა II ხოლმეობითისა. ფორმით ერთმანეთს ემთხვევა I ხოლმეობითისა და უწყვეტლის I და II პირის ფორმები.

ხოლმეობითის მწკრივები გამოხატავს არა მარტო მრავალგზისობას, არამედ განგრძობითობასაც. დასტურდება ე.წ. თხოვნითი ბრძანებითის ფორმები: გააკეთოდე, გაიგონებდე, წაიკითხოდე. გვხედება სინტაქსური ასიმილაციის შემთხვევები. განსაკუთრებით მდიდარია მთიულურ-გუდამაყრული დიალექტის დარგობრივი (მეცხოველეობა, პურეული კულტურები, მეფუტკრეობა და სხვა) ლექსიკა. ისევე, როგორც მთის სხვა კილოებში, მთიულურ-გუდამაყრულ დიალექტშიც დასტურდება ლექსიკური ნასესხობები მეზობელი ჩრდილო კავკასიური ხალხთა ენებიდან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ენა : ენციკლოპედია, 2008;
  • ჩიქობავა არნ, მთიულურის თავისებურებანი. – «ენიმკის მოამბე», 1937, ტ. 2, ნაკვ. I;
  • კაიშაური ლ., მთიულურის დარგობრივი ლექსიკა, თბ. 1967;
  • ჯორბენაძე ბ., ქართული დიალექტოლოგია, I, თბ., 1989.