ტრანსკრიფცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრანსკრიფცია, ან ტრანსკრიბირება (ლათ. transcribere „წერილობით გადმოტანა“ — tran(s) „... იქიდან“ და scribere „(და)წერა“), სიტყვებისა და ტექსტის ჩასაწერად სპეციალური გრაფიკული ნიშნების გამოყენება და მათი გამოთქმის გათვალისწინება.

ტრანსკრიფცია ორგვარია — მეცნიერული და პრაქტიკული. მეცნიერულ ტრანსკრიფციას იყენებენ საენათმეცნიერო გამოკვლევებში. იგი შეიძლება იყოს ფონეტიკური და ფონოლოგიური. ფონეტიკური ტრანსკრიფცია ზუსტად გადმოსცემს ბგერით შედგენილობას მათი პოზიციური ვარიანტებით.

ფონოლოგიური ტრანსკრიფცია კი — მხოლოდ ფონემებს პოზიციური ვარიანტების გაუთვალისწინებლად. ჩვეულებრივ მეცნიერული ტრანსკრიფცია ლათინურ ანბანს ემყარება, რომელსაც სპეციალური ასოები და დიაკრიტიკული ნიშნები აქვს დამატებული, ზოგჯერ იგი ეროვნულ ანბანსაც იყენებს.

პრაქტიკული ტრანსკრიფცია გულისხმობს უცხო სიტყვების, განსაკუთრებით საკუთარი სახელების, გვარების, გეოგრაფიული სახელებისა და სხვათა ჩაწერას ამა თუ იმ ეროვნული ანბანით. პრაქტიკულ ტრანსკრიფციაში არ გამოიყენება დამატებითი ასოები და ნიშნები, მაგ., ქართული გვარი ჯავახიშვილი სხვადასხვა ენებზე შემდეგნაირად გადმოიცემა:

  1. გერმანულად Ds(c)hawachischwili,
  2. ინგლისურად Javakhishvili,
  3. ფრანგულად Djavakhichvili,
  4. ხორვატულად Džavahišvili

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • DuBois, John / Schuetze-Coburn, Stephan / Cumming, Susanne / Paolino, Danae (1992): Outline of Discourse Transcription. In: Edwards/Lampert (1992), 45-89.
  • Ehlich, K. (1992). HIAT - a Transcription System for Discourse Data. In: Edwards, Jane / Lampert, Martin (eds.): Talking Data – Transcription and Coding in Discourse Research. Hillsdale: Erlbaum, 123-148.
  • Ehlich, K. & Rehbein, J. (1976) Halbinterpretative Arbeitstranskriptionen (HIAT). In: Linguistische Berichte (45), 21-41.
  • Jenks, C.J. (2011) Transcribing Talk and Interaction: Issues in the Representation of Communication Data. Amsterdam: John Benjamins.
  • MacWhinney, Brian (2000): The CHILDES project: tools for analyzing talk. Mahwah, NJ: Lawrence Erlbaum.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]