პერიდოტიტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პერიდოტიტი
Perid SanCarlos.jpg
პერიდოტიტი
ცნობები
ტიპი მაგმური
შედგენილობა ოლივინი
პიროქსენი
რქატყუარა
შეფერილობა მუქი მწვანე

პერიდოტიტი (ფრანგ. péridot — პერიდოტი, ან ოლივინი) — ულტრაფუძე ინტრუზიული ქანი, რომელიც ძირითადად შედგება ოლივინის (70-30%), პიროქსენისა (30-70%) და ზოგჯერ რქატყუარისაგან. სილიციუმის ოქსიდის შემცველობა მერყეობს 40-46%-ის ფარგლებში, ხოლო მაგნიუმის ოქსიდისა 34-46 %. მეორეხარისხოვანი მინერალების სახით პერიდოტიტში გვხვდება მაგნეტიტი, ილმენიტი, პიროტინი, ქრომიტი, შპინელი, გრანატი და სხვა. ზოგჯერ პერიდოტიტი შეიცავს პლატინასა და ზოგიერთ ნიკელიან მინერალებს. პერიდოტიტი მუქი მწვანე ფერის ქანია. ოლივინი და პიროქსენები ზოგჯერ მეტად სერპენტინიზებულია; ასეთ შემთხვევაში პერიდოტიტი გადადის სერპენტინში. პერიდოტიტი ულტრაფუძე და ფუძე ქანებთან ერთად წარმოქმნის მნიშვნელოვანი სიგრძის სარტყლებსა და ზონებს, სადაც თავმოყრილია ქრომიტის, ტალკის, ქრიზოტილ-აზბესტისა და სხვა სასარგებლო-წიაღისეულების საბადოები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]