რქატყუარა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რქატყუარა
Amphibole.jpg
საერთო
კატეგორია ამფიბოლების კლასის მინერალი
ქიმიური ფორმულა Ca2(Mg, Fe, Al)5 (Al, Si)8O22(OH)2
იდენტიფიკაცია
ფერი მოშავო ან მუქი მომწვანო
კრისტალის სინგონია მონოკლინური
სიმაგრე მოოსის სკალით 5-6
სიმკვრივე 3,0-3,4

რქატყუარა (გერმ. Hornblende) — სილიკატების კლასის ამფიბოლების ჯგუფის მინერალი. ერთ-ერთი გავრცელებული ქანთმაშენი მინერალია. მაგმური ხასიათისაა. კრისტალდება მონოკლინურ სინგონიაში. ქიმიური ფორმულა: Ca2(Mg,Fe,Al)5(Al,Si)8O22(OH)2. ჩვეულებრივი რქატყუარა წარმოადგენს კალცმიუმის, მაგნიუმისა და რკინის რთულ ალუმინსილიკატს. წარმოშობს მოშავო ფერის კრისტალებს, მუქ მწვანე ფერის მარცვლოვან აგრეგატებს. რქატყუარა ქმნის მრავალ მაგმურ და მეტამოფრულ ქანებს. გამოფტივის შედეგად გარდაიქმნება თიხოვან მინერალებად, ლიმონიტად და კარბონატებად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]