დისნომია (თანამგზავრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია ბუნებრივ თანამგზავრს ეხება. მითოლოგიური პერსონაჟის შესახებ იხილეთ დისნომია.
დისნომია (მარცხნივ) და ერისი (ცენტრში)

დისნომია (ოფიციალურად (136199) Eris I Dysnomia; ბერძნ. Δυσνομία – თვითნებობა) — ჩვენს მზის სისტემაში შემავალი ჯუჯა პლანეტა ერისის დღესდღეობით ცნობილი ერთადერთი მთვარე. აღმოაჩინა მაიკ ბრაუნმა 2005 წლის 10 სექტემბერს. რადიუსი 75 კმ, დიამეტრი 150 კმ. სახელი ეწოდა ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ქაოსის, ბრძოლისა და განხეთქილების ქალღმერთის, ერისის ქალიშვილის, დისნომიას სახელის მიხედვით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]