ალფრედ ვეგენერი
| ალფრედ ვეგენერი | |
ალფრედ ვეგენერი (1925) |
|
| დაბადების თარიღი: | |
|---|---|
| დაბადების ადგილი: | |
| გარდაცვალების თარიღი: | |
| გარდაცვალების ადგილი: | |
| სამეცნიერო სფერო: | |
ალფრედ ვეგენერი (გერმ. Alfred Lothar Wegener; დ. 1 ნოემბერი 1880, ბერლინი — გ. 2 ნოემბერი 1930, გრენლანდია) — გერმანელი გეოფიზიკოსი და მეტეოროლოგი, გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი (1924). კონტინენტების დრეიფის თეორიის ავტორი (1912).
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ალფრედ ვეგენერი დაიბადა 1880 წლის 1 ნოემბერს, ქალაქ ბერლინში. იგი ესწრებოდა კიოლნის გიმნაზიას მშობლიურ ქალაქში. მას შემდეგ რაც სკოლა დაამთავრა დაიწყო ფიზიკის, ასტრნონომიისა და მეტეოროლოგიის შესწავლა ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტში (ამჟამად ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტში) ქალაქ ბერლინში.
1905 წელს ალფრედ ვეგენერმა მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის წოდება ასტრონომიაში, გერმანელი მკვლევარის იულიუს ბაუშინგერის ხელმძღვანელობით. თუმცა ვეგენერი ყოველთვის განვითარებადი მეცნიერებებით იყო დაინტერესებული, სახელდობრ მეტეოროლოგიითა და კლიმატოლოგიით. სწავლის დამთავრების შემდეგ ვეგენერი თავის ძმასთან ერთად მუშაობდა აერონავტიკის ობსერვატორიაში, სადაც მეტეოროლოგიურ გამოკვლევებს აეროსტატით აწარმოებდა. ვეგენერი აეროსტატზე ფრენამ მეტად გაიტაცა. 1906 წელს ძმებმა მსოფლიო რეკორდი დაამყარეს, რაც გამოვლინდა ჰაერში აეროსტატით 52 საათის განმავლობაში ყოფნით. ვეგენერის ლექციები ატმოსფეროს თერმოდინამიკაში გახდა სტანდარტული სახელმძღვანელოები მეტეოროლოგიის დარგში. ალფრედ ვეგენერი რამდენჯერმე გრენლანდიაში იმყოფებოდა, აქ იგი იკვლევდა ჰაერის ცირკულაციას.
[რედაქტირება] უკანასკნელი ექსპედიცია
1930 წელს მოეწყო ვეგენერის უკანასკნელი ექსპედიცია კუნძულ გრენლანდიაზე, სადაც ტარდებოდა არქტიკული ამინდის პირველი 12 თვიანი მონიტორინგი. გრენლანდიაზე ჩასვლამ იმთავითვე პრობლემები გამოიწვია, აისბერგებმა გადაკეტეს გზა ხმელეთისაკენ, რის გამოც ექვსმა მნიშვნელოვანმა კვირამ უქმად გაიარა. ესპედიციისთვის სპეციალურად იყო შემუშავებული მოტორით აღჭურვილი მარხილები, თუმცა დიდი დისტანციის დასაფარად აღნიშნული მარხილებმა ვერ ივარგეს. ექსპედიციამ 400 კმ გაიარა, თუმცა გაუარესებულმა ამინდმა, რომელიც ზამთრის მოახლოებასთან იყო დაკავშირებული, შეაფერხა ექსპედიციის წინსვლა. ამასთანავე გზაზე არსებული ყინული და მასზე გამომუშავებული ნაპრალებისა და ჭაბურღილების გამო ექსპედიციას მოუწია თან არსებული მარაგის გზაზე დატოვება.
ექსპედიციას მოგზაურობა უწევდა -60°C (-76°F) ტემპერატურის პირობებში.
1930 წლის 30 ოქტომბერს ექსპედიცია მივიდა სადგურამდე, სადაც 1 ნოემბერს აღინიშნა ალფრედ ვეგენერის დაბადებიდან 50 წლისთავი. იმავე დღეს ვეგენერი დამხმარესთან ერთად გაემართა დასავლეთის სადგურისაკენ, თუმცა ვერც საკუთრივ ვეგენერი და ვერც მისი თანამგზავრი ვერ მივიდნენ სადგურამდე. ვითარება საკმაოდ გაუგებარი იყო, პირველ სადგურში, სადაც ვეგენერი და მისი თანამგზავრები გაჩერდნენ ფიქრობდნენ, რომ ისინი მეორე სადგურში იმყოფებოდნენ, ხოლო საკუთრივ მეორე სადგურში ფიქორბდნენ, რომ ექსპედიცია პირველ სადგურში დარჩა.
აქედან გამომდინარე ვერავინ იფიქრებდა, რომ უბედურება დატრიალდა. ექვსი თვის შემდეგ 1931 წლის მაისში, როდესაც ჯგუფი დასავლეთის სადგურიდან მივიდა აისმიტში, სწორედ მაშინ მიხვდნენ, რომ ვეგენერის ექსპედიციას უბედურება შეემთხვა. 12 მაისს გზის 285 კმ-ზე საძიებო ჯგუფმა ნახა ვეგენერის ეტლი, მისგან 66 კმ-ში მიაგნეს საკუთრივ ალფრედ ვეგენერის სხეულსაც. ვეგენერის თანამგზავრის სხეული ვერ იპოვეს.
ალფრედ ვეგენერის სიკვდილი სავარაუდოდ გამოწვეული იყო გულის უკმარისობით.
[რედაქტირება] კონტინენტების დრეიფის თეორია
1912 წელს ვეგენერმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომლის თანახმად მეზოზოური ერის დასაწყისამდე კონტინენტები ქმნიდნენ ერთიან სუპერკონტინენტს – პანგეას. ქერქქვეშა ფენაში ცენტრიდანული და მოქცევის ძალების გავლენით მეზოზოურ და კაინოზოურ ერებში პანგეა დაიშალა და მისი ნაწილოები დასავლეთისა და ეკვატორისაკენ დაიძრნენენ. კონტინენტების მოძრაობის დროს მათ დასავლეთურ კიდეებზე წარმოიქმნა ნაოჭა სისტემები. მისი ეს თეორია ცნობილია როგორც კონტინენტების დრეიფი ანუ იმ დროინდელი – მობილიზმი.
დღეისათვის აღნიშნული თეორია გამოხატავს ტექტონიკური ფილების საფუძველზე კონტინენტების მოძრაობას, გაერთიაანებასა და დაშლას.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Wegener Institute website
- USGS biography of Wegener
- Wegener biography at Pangaea.org
- Alfred Wegener (1880-1930) - Biographical material
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 342, თბ., 1979 წელი.
- Милановский Е. Е.. Альфред Вегенер (1880—1930). М.: Наука, 2000. 239 с.
- Заломанов В., Профессор Альфред Вегенер, «Метеорологический вестник», 1931, № 5—8;
- Последняя экспедиция А. Вегенера в Гренландию 1930—31, пер. с нем., Л., 1935.