ჯუჯა პლანეტა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ჯუჯა პლანეტა}} |
ჯუჯა პლანეტა — საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის გასაზღვრებით ციური სხეული მზის სისტემაში, რომელიც შემდეგ ოთხ მოთხოვნას აკმაყოფილებს:
- მოძრაობს მზის გარშემო;
- აქვს საკმარისი მასა საკუთარი გრავიტაციისთვის გარე პლანეტების მიზიდულობის ძალის დასაძლევად და ჰიდროსტატიური წონასწორობის (თითქმის სფერული) ფორმის მისაღებად;
- საკუთარ ორბიტაზე არ დომინირებს (არ ძალუძს გაწმინდოს სივრცე სხვა ობიექტებისგან);
- არ არის თანამგზავრი.
ტერმინი "ჯუჯა პლანეტა" მიღებული იქნა 2006 წელს, როგორც შემადგენელი ნაწილი მზის გარშემო მოძრავი სხეულები სამგვარი კლასიფიკაციის. სხეულები, რომლებსაც იმდენი ძალა შესწევთ, რომ მათ გარშემო სივრცე გაწმინდონ სხვა სხეულებისგან, პლანეტები ეწოდებათ, ხოლო ისინი, რომლებიც ზედმეტად მცირენი არიან ჰიდროსტატიური წონასწოტორბისთვის განსაზღვრულია, როგორც მზის სისტემის მცირე სხეულები.
კატეგორია "ჯუჯა პლანეტა" არ არის პლანეტის ქვეკატეგორია, არამედ სრულიად ცალკე მდგომი კატეგორიაა. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯუჯა პლანეტა პლანეტა არ არის.
ამჟამად ცნობილი ჯუჯა-პლანეტებია, ქარონი, პლუტონი ერისი და მაკიმაკი.
|
|||||||||||||||||