გავი (ფეხბურთელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გავის ვარჯიში ბარსელონასთან ერთად
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
პაბლო მარტინ პაეს გავირა
დაბადების
თარიღი
5 აგვისტო, 2004 (2004-08-05) (19 წლის)
დაბადების
ადგილი
ლოს-პალასიოს-ი-ვილიაფრანკა
სიმაღლე 173 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბარსელონა
ნომერი 6
ახალგაზრდული კარიერა
2010-2013 ლა ლიარა
2013-2015 ბეტისი
2015-2021 ბარსელონა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2021 ბარსელონა B 3 (0)
2021- ბარსელონა 82 (5)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 4 ნოემბერი, 2023

პაბლო მარტინ პაეს გავირა (დ. 5 აგვისტო, 2004), ცნობილი როგორც გავიესპანელი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს ლა ლიგის კლუბ ბარსელონასა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ცენტრალურ ნახევარმცველად. [1][2]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გავი დაიბადა ლოს-პალასიოს-ი-ვილიაფრანკაში, ანდალუსიაში. მან კარიერა დაიწყო La Liara Balompié-ში, მშობლიურ ქალაქში მდებარე კლუბში, სადაც გაატარა ორი წელი, 2010-დან 2012 წლამდე. [3][4] იქიდან გადავიდა რეალ ბეტისის ახალგაზრდულ აკადემიაში, სადაც ორი სეზონი განმავლობაში თამაშობდა. ბეტისის ახალგაზრდულ გუნდში მან 95 გოლი გაიტანა. [5]

ბარსელონა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წელს, 11 წლის ასაკში, შეუერთდა საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას". [6][7] 2020 წლის სექტემბერში მან ხელი მოაწერა თავის პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს კატალონიურ კლუბთან და პირდაპირ დაწინაურდა 16-წლამდელთა გუნდიდან 19-წლამდელთა გუნდში. [8][9] მისი დებიუტი ბარსელონა B-ში 2021 წლის 21 თებერვალს, L'Hospitalet-ის წინააღმდეგ გამართულ საგარეო თამაშში შედგა, რომელშიც გუნდმა 6-0 გაიმარჯვა, ხოლო გავი მოედანზე 77-ე წუთზე ნიკო გონსალესის ნაცვლად შევიდა. [10] ბარსა B-ში პირველი საშინაო თამაში მან 14 მარტს, ესპანიოლ B-სთან ჩაატარა, რომელშიც გავის გუნდმა 1-0 გაიმარჯვა.[11]

2021-22 სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020-21 წლების სეზონში "ბარსელონა B"-ში თავის გამოჩენის შემდეგ, გავი უფროს გუნდში დაწინაურდა და მათთან ერთად გაიარა მომზადება წინასასეზონო ამხანაგური მატჩებისთვის.[12][13]

2021 წლის 29 აგვისტოს მან პირველი ოფიციალური მატჩი ბარსელონას პირველ გუნდში ლა ლიგაში,ხეტაფესთან 2-1 მოგებულ მატჩში შედგა, რომელშიც მან 73-ე წუთზე სერხი რობერტო შეცვალა. იმავე წლის 18 დეკემბერს მან ელჩესთან 3-2 მოგებულ საშინაო შეხვედრაში მისი პირველი გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. [14]

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გავი ესპანეთს 15-წლამდელთა და 16-წლამდელთა დონეზე წარმოადგენდა.

2021 წლის 30 სექტემბერს გავიმ მოულოდნელი ზარი მიიღო ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში მწვრთნელის - ლუის ენრიკესგან, რომელმაც იგი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა. მისი დებიუტი შედგა უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში იტალიის წინააღმდეგ 6 ოქტომბერს და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც წარმოადგინა ესპანეთი უმაღლეს დონეზე. ფინალში საფრანგეთთან 10 ოქტომბერს ესპანეთი საბოლოოდ 2-1 დამარცხდა. პირველი სანაკრებო გოლი მან 2022 წლის 5 ივნისს, ერთა ლიგის გამართულ მატჩი, სტუმრად ჩეხეთის წინააღმდეგ გაიტანა.

თამაშის სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2021 წელს, ESPN-ის ჟურნალიტმა, გრეჰემ ჰანტერმა შეაქო გავი, როგორც უაღრესად პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელი და შეადარა იგი ბარსელონას ყოფილ ნახევარმცველებს, ჩავისა და ანდრეს ინიესტას, მისი იმ თვისებების გამო, როგორებიცაა: დრიბლინგი, ინტელექტი, ხედვა, პასი, ბურთის მჭიდრო კონტროლი, ტემპის შეცვლა და სწრაფი შემობრუნების უნარი ვიწრო ადგილებიდან თავის დასაწყებად და კონტრშეტევების წამოსაწყებად.[15]

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარსელონა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Camavinga and Gavi fight it out for the Golden Boy Award (17 June 2022). ციტირების თარიღი: 18 June 2022
  2. Williams, George. (4 April 2022) Gavi collects the 'Next Generation' award as the third best young player in the world. ციტირების თარიღი: 18 June 2022
  3. Hart, Simon. (8 December 2021) Gavi: The FC Barcelona youngster with undone laces who was ‘born’ for the big stage. ციტირების თარიღი: 3 August 2022.
  4. Navarro, Cristina. (6 September 2021) "El equipo de Gavi" Spanish. ციტირების თარიღი: 3 August 2022.
  5. Navarro, Alicia. (4 December 2018) Gavi, el maestro de La Masía Spanish. ციტირების თარიღი: 2 August 2021.
  6. Sanderson, Tom. (30 July 2021) FC Barcelona Preseason Has Seen Coach Ronald Koeman Find New ‘Golden Boys’. ციტირების თარიღი: 2 August 2021.
  7. Kulig, Jacek. (19 May 2020) Scouting report on Pablo Paez 'Gavi' - the little maestro from La Masia. ციტირების თარიღი: 2 August 2021.
  8. Young star Gavi signs new contract with Barcelona (7 September 2020). ციტირების თარიღი: 2 August 2021.
  9. Soldevila, Adrià. (3 June 2021) Gavi: La Masia wonderkid set to be the future of Barcelona's midfield. ციტირების თარიღი: 2 August 2021.
  10. Gavi becomes 14th Under-19s player to debut for Barça B under Garcia Pimienta. FC Barcelona (22 February 2021). ციტირების თარიღი: 24 November 2021
  11. Rogé, Albert. (14 March 2021) La fiesta 'juvenil' del Barça B hunde al RCD Espanyol B Spanish. ციტირების თარიღი: 24 November 2021.
  12. Sharma, Rik. (2 August 2021) Gavi, Demir & the Barcelona wonderkids impressing Koeman in pre-season. ციტირების თარიღი: 2 August 2021.
  13. Bona, German. (17 July 2021) Gavi, puro arte y mucho duende Spanish. ციტირების თარიღი: 2 August 2021.
  14. First goals for Gavi and Jutglà. FC Barcelona (18 December 2021). ციტირების თარიღი: 19 December 2021.
  15. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..

გარე ლინკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: