გიორგი ფრანძესი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი ფრანძესი (ბერძნ. Γεώργιος Φραντζής; დ. 1401, კონსტანტინოპოლი – გ. 1478 წლის შემდეგ, კორფუ) — ბიზანტიელი ისტორიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. სხვადასხვა დროს ეკავა მაღალი თანამდებობები. 1449 წელს დესპანად იყო ქართლში და ტრაპიზონში, იმპერატორ კონსტანტინე XI-ისათვის საცოლის შესარჩევად. 1451 წლიდან დიდი ლოგოთეტია. 1453 წელს, კონსტანტინოპოლის აღებისას, ტყვედ ჩავარდა, ერთი წლის შემდეგ გაიქცა ჯერ პელოპონესში, მერე იტალიაში და იქ კ. კორფუზე ბერად აღიკვეცა. მას ეკუთვნის საინტერესო ნაშრომი, რომლის ერთი ნაწილი მოიცავს 1413-1477 წლების მოვლენებს, მეორე - „ქრონიკა“ კი 1258-1478 წლებისას.

ლიტერატურა[რედაქტირება]